20 მარტს, ღამის საათებში, ახალქალაქში რამდენიმე საათის განმავლობაში ძლიერი ქარი იყო. ქარმა სახლების სახურავები დააზიანა, ზოგან მთლიანად მოხადა. 

მრავალშვილიანი ოჯახის მამამ, ხაჩატურ ჭორუღიანმა სახლი ააშენა, სახურავი გადახურა და ზაფხულში შიდა სამუშაოების დასრულებას აპირებდა, რათა ოჯახთან ერთად სახლში გადასულიყო. ის მშობლებთან და ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. თუმცა, ერთ ღამეში სახურავი, რომელზეც მან 30 000 ლარი დახარჯა, დაქუცმაცებული ალუმინის-თუთიის გოფრირებული დაფის გროვად გადაიქცა.

ქარმა ძირითადი კონსტრუქციით მთელი სახურავი ჩამოაგდო, 150-200 მეტრში, ჯერ სხვა სახლის სახურავზე გადააგდო და დააზიანა, შემდეგ მეზობლის სახლის გვერდით.

qami ktur

ხაჩატურ ჭორუღიანისა და მისი მეზობლის დაზიანებული სახლი, რომლის სახურავიც დაზიანდა, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ განაპირას, ზატიკიანის ქუჩაზე მდებარეობს.

ამ ქუჩაზე ქარმა ნაწილობრივ დააზიანა მეორე სახურავი, თუმცა იქ ზარალი დიდი არ იყო, სახლის მეპატრონეებმა სახურავი უკვე შეაკეთეს.

ქალაქის ამ უბანში ქარმა რკინის ელექტრო ბოძები გადაღუნა, ზოგან ფასადის საფარი ჩამოანგრია, ავტოფარეხების მინები ჩაამსხვრია…

balkon

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი შენობების მახლობლად მდებარე საწყობიდან ასევე მთლიანი სახურავი ჩამოინგრა.

ktur

დაწვრილებით იმაზე, თუ რა ზარალი განიცადა ახალქალაქის მოსახლეობამ ძლიერი ქარის გამო და უნდა დაელოდოს თუ არა მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან, Jnews-ი მომდევნო მასალებში შეგატყობინებთ.