20 ოქტომბერს ახალქალაქის საფეხბურთო კლუბი „აბული“ საქართველოს რეგიონული ლიგის B ჯგუფის ჩემპიონატის 25-ე ტურის ფარგლებში თბილისის „ნორჩ დინამოს“ შეხვდება.
მატჩი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში გაიმართება. შეხვედრის დაწყება 14:00 საათზეა დაგეგმილი.
„აბული“ ჩემპიონატში ასპარეზობას განაგრძობს და ჩატარებული 24 მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მონაცემებით, გუნდის ანგარიშზე 44 ქულაა.
მიმდინარე სეზონში ახალქალაქურმა კლუბმა 14 გამარჯვება მოიპოვა, ორჯერ ფრედ ითამაშა და რვაჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა 54–45 შეადგენს.
მომდევნო შეხვედრა „აბულისთვის“ სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იქნება. გუნდი შეეცდება „ნორჩი დინამოს“ წინააღმდეგ მატჩში დადებით შედეგს მიაღწიოს და ქულათა მარაგს შემატოს.
გულშემატკივრებს ახალქალაქური კლუბის მხარდაჭერა 20 ოქტომბერს დილისკაში შეეძლებათ. სასტარტო სასტვენი 14:00 საათზე გაისმის.