საქართველოში დააკავეს ავტოიმპორტიორი, რომელმაც კლიენტების 29 ათასი დოლარი მიითვისა

საქართველოში დააკავეს ავტოიმპორტიორი, რომელმაც კლიენტების 29 ათასი დოლარი მიითვისა

საქართველოში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება 75 104 ლარის ($29 ათასი) ოდენობის თაღლითობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის მოქალაქეებს აშშ-იდან ავტომობილების ჩამოყვანას სთავაზობდა, თუმცა მიღებული თანხა მიითვისა.

გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა კლიენტებს თანხის მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა სთხოვა, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და მთელი თანხა მიითვისა.

დაკავება გორში, რუსთავის საქალაქო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა განახორციელეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის“ მუხლით გრძელდება, რაც ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე