ახალქალაქში კიკბოქსინგის ჩემპიონატი გაიმართა

ახალქალაქში კიკბოქსინგის ჩემპიონატი გაიმართა

ახალქალაქის სპორტკომპლექსში კიკბოქსინგის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 50 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook-გვერდის ცნობით, ჩემპიონატს ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ოლგა მელიქიძე, ამავე სამსახურის განყოფილების უფროსი აკაკი მელიქიძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და სტუმრები.

„სპორტული მარათონი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და მასში 50 სპორტსმენი მონაწილეობდა.
სპორტული ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და მუნიციპალიტეტში საბრძოლო ხელოვნების — კიკბოქსინგის პოპულარიზაცია იყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებით, სიმბოლური პრიზებითა და შესაბამისი ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

თეგები: ექსპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე