ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კაფის მშენებლობა დაიწყო

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კაფის მშენებლობა დაიწყო

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში ძველი კაფის ადგილას ახალი კაფის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. თოვლისა და ცივი ამინდის მიუხედავად, კონტრაქტორი კომპანია პროექტის განხორციელებას შეუდგა.

ამ ეტაპზე შესრულებულია მიწის სამუშაოები, გაკეთდა არმატურის ბადის მონტაჟი და შეკვრა, ასევე ჩამოყალიბდა სივრცული არმატურის კარკასი. ობიექტი რკინაბეტონის კონსტრუქციის ბეტონირებისთვის მზადაა.

პარკში ჩვენი ვიზიტისას მერიის წარმომადგენლები, მერის მოადგილის, თეიმურაზ მჭედლიძის ხელმძღვანელობით, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა მომავალი სამუშაოების დეტალები განიხილეს, რათა მშენებლობა პროექტთან სრულ შესაბამისობაში წარიმართოს.

park

თეიმურაზ მჭედლიძემ აღნიშნა, რომ თოვლისა და დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, სამუშაოები გრძელდება. მშენებლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ „ხას ბახჩას“ პარკში კაფის აშენების იდეას მერია რამდენიმე წლის განმავლობაში ამუშავებდა, თუმცა პროექტის განსახორციელებლად სახსრები მხოლოდ წელს გამოიყო.

კაფის მშენებლობისთვის 301 247 ლარი იყო გათვალისწინებული. ტენდერი მეორე ცდაზე შედგა. გამარჯვებული გახდა კომპანია „MC Grup“, რომელმაც სამუშაოების შესრულება 295 000 ლარად შესთავაზა.

kafe1

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე