29 ნოემბრისთვის სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 2 206 ადამიანი დაავადდა. ბოლო დღის განმავლობაში დაფიქსირდა 50 ახალი შემთხვევა, რომელთაგან:

14 ადიგენში,
5 ასპინძაში,
18 ახალციხეში,
4 ახალქალაქში,
9 ბორჯომში,
არც ერთი შემთხვევა ნინოწმინდაში.

გამოვლინდა ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 149-მდე ადამიანი. 1,694 ადამიანი იმყოფება იზოლაციაში:
ადიგენში – 346 ადამიანი,
ასპინძაში – 119 ადამიანი,
ახალციხეში – 737 ადამიანი,
ახალქალაქში – 122 ადამიანი,
ბორჯომში – 343 ადამიანი,
ნინოწმინდაში – 27 ადამიანი.

კარანტინში 252 ადამიანი იმყოფება, ამათგან 59 ახალციხეში, ხოლო 177 ბაკურიანში.

სამცხე-ჯავახეთიდან კორონავირუსზე ტესტირებისთვის გაგზავნილია 129 ნიმუში.
ბოლო დღის განმავლობაში, კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. ზოგადად, რეგიონიდან  კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო დღის განმავლობაში 22 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 763 ადამიანია.