პირდაპირ ეთერში, რომელიც Jnews-მა «ვაქცინაციის პროცესის» ფარგლებში ამირან გამყრელიძის სოფელ განძაში ვიზიტის დროს ჩართო, დაგვიკავშირდნენ მოქალაქეები, რომლებსაც სურდათ ახალქალაქში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაციის საკითხის გარკვევა.  Jnews-ი წარმოგიდგენთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის პასუხს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ საქართველოში ბინადრობის ნებართვა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში შეუძლიათ.  ახალქალაქში არიან მცხოვრებლები, რომლებსაც აინტერესებთ, რატომ არ ტარდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების აცრა ახალქალაქშიც.

“ამ საკითხს იმუნიზაციის საბჭოზე დავაყენებ. ვფიქრობ, მოვაგვარებთ. თუ იქნება ოფიციალური წერილი ახალქალაქისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ეს საკითხი მოგვარდება”, – განაცხადა  ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, NCDC-მ 18 ოქტომბერს დაიწყო COVID-19-ის ვაქცინაციის მარათონი ქვეყნის შორეულ რაიონებში.  პროგრამის მიხედვით, ექიმთა სპეციალური მობილური ჯგუფები დადიან სოფლებში, ხელს უწყობენ ვაქცინაციას და ცრიან ყველას ადგილზე, ანუ სოფლის სამედიცინო პუნქტებში.  მარათონი სულ  49 სოფელს მოიცავს.

28-29 ოქტომბერს აღნიშნული მარათონის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის თითოეული მუნიციპალიტეტის სოფელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ხელმძღვანელობით სტუმრობენ.