ახალქალაქში, მიასნიკიანის ქუჩის მცხოვრებლები 2-3 თვეა აპრიტესტებენ, რომ ქუჩაზე ასფალტის ქვეშ წყალი მიედინება. ამავე ადგილას 3-4 თვის წინ დაზიანება აღმოიფხვრა, გათხრილი ადგილი ჭასთან  ერთად მოასფალტდა. შემდეგ კი, წყალმა ისევ დაიწყო დინება. გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ არ იცოდნენ და მალე დაიწყებენ პრობლემის გამოსწორებას.

რამდენიმე თვეა, მიასნიკიანის ქუჩაზე ასფალტის ქვეშ წყალი ჟონავს, მოსახლეობამ გაერთიანებული წყალმომარაგების სერვის ცენტრს, რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია.

„ზაფხულში მოვიდნენ, გათხარეს, ვითომ ამოიღეს, ასფალტი დააგეს და წავიდნენ. ორი-სამი დღის შემდეგ ისევ დაიწყო ასფალტის ქვემოდან წყლის დინება. აქ მთელი ხაზი უნდა შეიცვალოს, მილები ძველია“, – ამბობს მიასნიკიანის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრის მენეჯერმა, გიორგი ვახტანგიშვილმა Jnews-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ არ იცოდა.

„ჩვენ არ ვიყავით ამის შესახებ ინფორმირებული, აუცილებლად წავალთ და ვნახავთ, ეს კონკრეტული შემთხვევა არ მახსოვს, ალბათ, დაზიანება აღმოიფხვრა, მაგრამ მერე მილი ისევ გასკდა“, – განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა.

 myasnikyann