ახალქალაქის ე.წ ხას ბახჩას პარკში სერვისცენტრი გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს.

ამჟამად ახალქალაქის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის პარალელურად, დღეს სერვისცენტრის თანამშრომლებმა პარკის გამწვანების სამუშაოები დაიწყეს. პარკის იმ ნაწილებში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია შავი ნიადაგი შეიტანეს.

 sad1

სერვისცენტრის თანამშრომლებმა შარშან დარჩენილ გაზონებზე ყინვაგამძლე “კანადა გრინი” დათესეს. ასევე, სერვისცენტრის დირექტორის, არმენ ბიჩახჩიანის თქმით,  პარკში ღამის განათების მოწყობაც სურთ.

 sadd

პარკის გამწვანებისთვის 1000 ლარზე ოდნავ მეტია გამოყოფილი, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, დარგავენ თუ არა ყვავილებს, ან მხოლოდ “კანადა გრინს” შეიძენენ, რადგან პარკის რეაბილიტაციის პროცესში შესაძლოა სამშენებლო მტვერის გამო ყვავილები დაჭკნეს.

“ჩვენ პარკის განათების სამუშაოები გადმოგვცეს, მოვაცილებთ ძველებს და განვათავსებთ განათების ახალ ბოძებს. დაახლოებით 10 ბოძი სამმაგი განათებით, ხოლო ზოგადად  დავამონტაჟებთ 60-მდე ახალ ბოძს და პლაფონებს”, – თქვა არმენ ბიჩახჩიანმა.