22 აპრილს, ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში შაბათობა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქალაქის სხვადასხვა ორგანიზაციები.
22 აპრილს მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულია შაბათობა, რომელსაც ახალქალაქიც უერთდება.
ახალქალაქის სერვისცენტრის მენეჯერი, არმენ ბიჩახჩიანი აცხადებს: ”შევადგინეთ სიას, თუ რომელი ორგანიზაციები, რა მიმართულებით უნდა წავიდნენ და დაასუფთაოს ტერიტორია”.
ყველა სოფლის უფლებამოსილი პირი საერთო შაბათობის შესახებ ინფორმირებულია. მათ საკუთარი ძალებით უნდა გაწმინდონ ტერიტორია ნაგვისგან, ჩაყარონ ტომრებში და ნაგავი ნინოწმინდისკენ მიმავალი გზის მხარეს მდებარე ნაგავსაყრელზე წაიღონ.
ახალქალაქის მცხოვრებლებმაც უნდადაასუფთაონ თავიანთი ქუჩები, მოაგროვონ ნაგავი ტომრებში, შემდეგ კი სერვისცენტრის მანქანები ნაგავს ნაგავსაყრელზე გადაყრიან.