• მიმდინარე წლის ივნისში დაწყებული ხავეთი-დავნია-ერინჯას გზის აღდგენითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ბეტონის საფარის დაგებაზე სამუშაოებს საგზაო სამშენებლო კომპანია „ჯავახავტოგზას“ თანამშრომლები უკვე ახორციელებენ. გზის მშენებლობამ შორეულ სოფელ ხავეთის მოსახლეობა დაამშვიდა.

უკვე ერთი თვეა, რაც სოფელ ხავეთამდე მიმავალი მთავარი გზა ჩაკეტილია, სოფლის მცხოვრებლები ქალაქში ალტერნატიული მარშრუტით ჩამოდიან. სოფლის გაუთავებელ და მრავალრიცხოვან პრობლემებს შორის ხავეთის მოსახლოებამ ხაზი გაუსვა და გამოყო გზის მშენებლობა. ხავეთის მოსახლეობა ძირითადად კარტოფილის თესვითა და მეცხოველეობით არის დაკავებული.

თუმცა, გზის გამო, მუდმივად მოსავლის რეალიზაციის პრობლემას აწყდებიან. ფაქტია, რომ კარტოფილის მყიდველები შორეულ სოფელ ხავეთში მაშინ მოდიან, როცა სხვა სოფლებში კარტოფილი აღარ არის, ან საერთოდ არ მიდიან, ამ შემთხვევაში სოფლის მცხოვრებმა კარტოფილი თავად უნდა წაიღოს თბილისში, ან მყიდველებს სოფელ სულდასთან ელოდებიან.

ხავეთში მცხოვრები, და ამჟამად გზის მშენებლობაზე მომუშავე სამველ მკრტჩიანი ამბობს, რომ კარტოფილის რეალიზაცია მათთვის ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რაც გზის ცუდი მდგომარეობით იყო განპირობებული.

„ვთქვათ, ვაჩიანისა და ჩამდურას მცხოვრებმა ან სხვა სოფლების მცხოვრებლებმა, რომლებსაც ნორმალური გზა აქვთ, შეუძლიათ თავიანთი მოსავალი სასურველ ფასად გაყიდონ. ჩვენ კი ყოველთვის იძულებულნი ვართ ჩვენი მანქანებით წავიღოთ, თბილისში ჩადიან და მანქანებს ამტვრევენ“.

5

„მე თვითონ ჩამაქვს კარტოფილი თბილისში გასაყიდად. თუ გზას გაარემონტებენ, ბევრი რამ შეიცვლება. ხავეთიდან სულდამდე მისასვლელად 1 საათი და 10 წუთი მჭირდება, ახლა ნახევარი საათი ან ნაკლები იქნება საჭირო. საწვავის ხარჯი ნაკლები იქნება და მანქანები არ გაფუჭდება. კარტოფილის მყიდველები სულდაში მიდიან, ხავეთში არ შემოდიან, ამბობენ, გზა არ არის, „თვითონ დატვირთეთ და სულდაში მოიტანეთ, ვიყიდით“. შარშან კარტოფილს სოფელ სულდას მცხოვრებლები 1,20 ლარად ყიდიდნენ, ჩვენ კი 0,80 თეთრად“, – ამბობს ხავეთის მკვიდრი იურიკ საარიანი.

4

სოფლის მოსახლეობა ბედნიერია, რომ მათი დიდი ხნის ოცნება საბოლოოდ ახდება. ამასთან, ისინი სკეპტიკურად უყურებენ იმას, რომ ხალხი მომავალში სოფელს არ დატოვებს.

„ვფიქრობ, ჩვენი სოფლიდან მიგრაცია არ შეჩერდება, მხოლოდ ის არის, რომ თუ ადრე გზა გრძელი იყო, ახლა უფრო დამოკლდება. ხალხი რუსეთში მიდის, ძირითადად ახალქალაქში გადადიან, 10-მდე ოჯახს ჩვენს ქალაქში უკვე აქვს სახლი“, – ამბობს სოფელ ხავეთის მკვიდრი ანაჰიტ საარიანი.

ხაზს ვუსვამთ, რომ ხავეთი-დავნია-ერინჯას გზის მშენებლობის საწყისი ღირებულება 2 619 220 ლარს შეადგენს, ეს მრავალწლიანი პროექტია. მშენებლობაზე წელს 500 000 ლარი გამოიყო, საიდანაც 200 000 მაღალმთიანობის ფონდმა, 300 000 კი ადგილობრივმა ბიუჯეტმა.

მშენებარე გზის საერთო სიგრძე 5 კმ 500 მ, სიგანე – 4,50 მეტრია.

მშენებლები აცხადებენ, რომ სამუშაოები წელს უკვე დასკვნით ეტაპზეა.

„უკვე დასკვნით ეტაპზე ვართ, ბეტონის სამუშაოებს ვახორციელებთ, ამინდის პირობები არ გვიშლის ხელს, ცხელა, ბეტონი შრება“, – ამბობს კომპანია „ჯავახავტოგზას“ თანამშრომელი სამველ მკრტჩიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის არამ მოვსისიანის თქმით, გზის დარჩენილი 4 კმ 700 მ სიგრძის მონაკვეთი 2024 წელს აშენდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხავეთის მცხოვრებლები გზების ცუდ მდგომარეობას წლებია უჩივიან, და აღვნიშნავენ, რომ ყველა საკითხში სწორედ გზების ცუდი მდგომარეობის გამო ზარალდებიან.

6