26 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისში “ჰაიარტუნის” კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში ახალგაზრდა მწერლის, გირ სიმონიანის, “სარკის წინ” წიგნის პრეზენრაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე დამსწრეთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, რაც სასიხარულო ფაქტია, რადგან წიგნი სპეციალურად ახალგაზრდა თაობისთვისაა განკუთვნილი.
პრეზენტაცია კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ”ჰაიარტუნის” დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა გახსნა, რომელმაც ავტორი დიდი ენთუზიაზმით წარადგინა და აღნიშნა:
„ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ დროს, როცა კითხვისადმი ინტერესი იკლებს, არსებობენ ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ სურვილი გაზარდონ კითხვისადმი ინტერესი ახალგაზრდებში თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რაც ძალიან მისასალმებელია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ ასეთ ახალგაზრდებს”.
„ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ახალგაზრდამ დაწერა წიგნი ასეთ პატარა ასაკში. ავტორი საკუთარი თავისა და გარემოცვის მაგალითის მოყვანით, ცდილობდა ახალგაზრდებს დახმარებას, რომ წინ წასულიყვნენ დაბრკოლებების მიუხედავად და არ დანებებულიყვნენ. ავტორმა წიგნი საკმაოდ საინტერესო და თანამედროვე სახით წარმოადგინა, რაც მკითხველში ინტერესს იწვევს, როცა კითხვას იწყებ, არ გინდა დაანებო კითხვას თავი, რადგან ინტერესი იმდენად დიდია, რომ წიგნის წაკითხვის დასრულება გინდა. მე თვითონ წავიკითხე წიგნი 2 საათში. განსაკუთრებით გირჩევთ, წაიკითხონ სკოლის ბოლო კლასის მოსწავლეებმა, წაკითხვის შემდეგ მათში ბევრი რამ შეიცვლება და ბევრს გაუჩნდება მიზნისკენ სიარულის სურვილი“, – ამბობს გაზეთ „არევიკის“ რედაქტორი და კრიტიკოსი ემა ახტიანი.
ახალგაზრდებს აინტერესებდათ, რამდენად დარწმუნებულია წიგნის ავტორი, რომ მისი შეთავაზებები პრობლემების გადასაჭრელად არის სწორი, სიმონიანმა ასე უპასუხა: „მე შემოგთავაზეთ ჩემი ვერსია, ვისთვის იქნება სწორი ან არასწორი, ვერ ვიტყვი“.
„სარკის წინ“ წიგნის ავტორის გორ სიმონიანის გამოსვლისას დარბაზში ყველა დამსწრე მღელვარებას განიცდიდა. უკან მჯდომი მამა ამაოდ ცდილობდა სიამაყისა და სიხარულის ცრემლების დამალვას, წინა რიგებში მჯდომი დედა კი, მწერლის თქმით, მისი მთავარი მოტივატორია.
„თავიდან, როცა წიგნის წერა დაიწყო, მე ვეუბნებოდი, კარგი რა, არაფერი გამოვა, არ მჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა. რამაც კიდევ უფრო შთააგონა გორი ნებისმიერ ფასად მიეღწია თავისი მიზნისკენ. ჩემი შვილი ყოველთვის გამოირჩეოდა უნიკალური ხასიათით, ხშირად გვაოცებს თავისი ქმედებებით და არც ეს ქმედება იყო გამონაკლისი. არ ვიცი, რას ვგრძნობ ახლა, ალბათ სიამაყეს ან შთაგონებას, ვერ აღვწერ ჩემს გრძნობებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ვამაყობ ჩემი შვილის წარმატებით“, – Jnews-თან ინტერვიუში თქვა გორის დედამ.
წიგნის პრეზენტაცია გამასპინძლებით დასრულდა. ასევე დავამატებთ, რომ წიგნის მკითხველებს საშუალება ექნებათ დაწერონ ესე და მონაწილეობა მიიღონ კონკურსში. ესეების კონკურსის დეტალებზე, ასევე წიგნის შეძენის შესახებ ახალგაზრდებს შეუძლიათ გაეცნონ ინსტაგრამზე „სარკის წინ“ წიგნის გვერდზე.
ასევე წაიკითხეთ: