ახალქალაქის პირუტყვის ბაზარი 2019 წლიდან დაკეტილია და გაურკვევლობაშია, ბაზარი ოთხჯერ გარემონტდა, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ყოფილიყო, მაგრამ გაიხსნება თუ არა-ჯერჯერობით უცნობია. სურსათის ეროვნულ სააგენტოში სიატუაციას არ ეკომენტარებენ, ხოლო კომპანიაში პასუხის მისაღებად სააგენტოში ამისამართებენ.
მას შდეგ, რაც პირუტყვის ბაზარი დაიკეტა, ბაზარიდან ცოტა მოშორებით ყოველ კვირა დღეს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან ექიმის კონტროლის გარეშე
საქონელს ყიდიან.
ახალქალაქის პირუტყვის ბაზრის გასარემონტებლად ადგილობრივმა ბიუჯეტმა 47 394 ლარი გამოყო. დაკეტბის შემდეგ პირველად 2021 წლის მაისში გაარემონტეს, დახარჯული იყო 10 509 ლარი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თანხმობის გაცემაზე უარი თქვა. იმავე წლის სექტემბერში კიდევ გამოიყეს 1985 ლარი, მაგრამ ამის შემდეგაც არ გაიხსნა ბაზრობა. რიგით მესამე რემონტოს დროს, რომელზეც გამოყოფილი იყო 34900 ლრი, გათვალისწიენბული იყო ახალი ღობის, კარიბჭის, წყალმომარაგების მშენებლობა. ტერიტორია 1800 კვ.მ.-დან 2468,4 კვ.მ.-მდე უნდა გაზრდილიყო.
ჩვენი ინფორმაციით, პირუტყვის ბაზარი, მესამე გარემონტების შემდეგ, კვლავ არ შეესაბამება სტანდარტებს და სურსათის სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად არ შესრულებულა.
აღნიშნული ინფორმაცია სურსათის სააგენტოში ოფიციალურად არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
„არსებობს სახელმწიფო კონტროლი, რომელსაც სააგენტო ყოველდღიურად ახორციელებს. თუ რა ხდება ბაზრის ადმინისტრაციამ გააკეთოს კომენტარი, რატომ არ მუშაობენ, რა პრობლემები იყო და რატომ არ აძლევს სააგენტო უფლებას, რემონტის შემდეგ რატომ ვერ ხსნიან”.
პირუტყვის ბაზრის ადმინისტრაცია საქმის კურსში არ არის, ჩატარდა თუ არა შემოწმება რემონტის შემდეგ.
“არ ვიცი, რემონტის შემდეგ მიიღეს სამუშაოები თუ არა. თუ გვეტყვიან გახსენით, გავხსნით, მათი ნებართვის გარეშე გახსნის უფლება არ გვაქვს”, – ამბობს ბაზრის კონტროლიორი სონა ვარდანიანი.
მერიაში ამბობენ, რომ რემონტისთვის თანხა გამოყეს და სააგენტოს რეკომენდაციის შესაბამისად გააკეთეს, მაგრამ იმუშავებს თუ არა პირუტყვის ბაზარი მომავალში, ეს ადმინისტრაციასა და სააგენტოს შორის განსახილველი საგანია.
ახალქალაქის საქონლის ბაზარს მესამედ არემონტებენ
პირუტყვის ბაზრის რემონტისთვის თანხა მესამედ გამოყეს
საქონლის ბაზარს ხელახლა გაარემონტებენ