იმისთვის, რომ ახალქალაქის საქონლის ბაზარი სტანდარტებს შეესაბამება და დახურვიდან 3-4 წლის შემდეგ საბოლოოდ გაიხსნა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი კვლავ ატარებს სარემონტო სამუშაოებს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ახალქალაქის საქონლის ბაზარმა, ორი რემონტის შემდეგ, რისთვისაც 12 494 ლარი დაიხარჯა, 2022 წლის გაზაფხულზე გახსნის ნებართვა ვერ მიიღო. სტანდარტების დაუცველობის გამო ბაზარი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არ მიიღო. თავდაპირველად მუნიციპალიტეტმა შემდეგი რემონტისთვის 20 000 ლარი გამოყო, პროექტის შედგენის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ 34 900 ლარი იყო საჭირო, ბიუჯეტიდან თანხა დაემატა.
ბაზრის მაკონტროლებლის, სონა ვარდანიანის თქმით, ამჯერად ისინი ცხოველებისთვის ადგილებს დაამატებენ.
„წყალი გაიყვანეს, მაგრამ ისევ ვერ მიიღეს ნებართვა, ისევ უარი უთხრეს, უნდათ ყველაფერი ევროპული სტანდარტით იყოს, ყველა ცხოველი ცალ-ცალკე გალიაში განთავსდეს“, – თქვა სონა ვარდანიანმა.
პროექტი ითვალისწინებს ახალი ღობის, კარიბჭის, გალიების, წყალმომარაგების მშენებლობას. ტერიტორია 1800 კვ/მ-დან 2468,4 კვ/მ-მდე გაიზრდება.
ბაზარი დახურვის შემდეგ პირველად, 2021 წლის მაისში გარემონტდა, რისთვისაც 10 509 ლარი დაიხარჯა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნებართვის გაცემაზე უარი თქვა. იმავე წლის სექტემბერში კიდევ 1985 ლარი გამოიყო. მაგრამ ამის შემდეგაც ბაზარი არ გაიხსნა.
ამჯერად სატენდერო კონკურსზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს, რომელიც 19 სექტემბერს დასრულდება. ხოლო დააკმაყოფილებს თუ არა ცხოველთა ფერმა მორიგი რემონტის შემდეგ სტანდარტებს – დროის საკითხია.
ამასობაში 3 წელზე მეტია პირუტყვის ბაზართან, სასაფლაოს შესასვლელთან, ექიმის გარეშე ყიდიან საქონელს.