საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან, შვილთან და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ბათუმში უეფა-ს 21 წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრო.
ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ესპანეთის და ინგლისის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ინგლისის ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად სტადიონზე იმყოფებოდნენ საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები.
ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.
სომეხი კოლეგა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.