2023 წელს სოფელ ხულგუმოსა და კულიკამს შორის არსებული ცენტრალური გზა, რომელიც მრავალი წელია მოუწესრიგებელია, მოასფალტდება. გზა 2 კმ 413 მეტრზე მოასფალტდება, რისთვისაც 2 მილიონ 167 ათას 760 ლარი დაიხარჯება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის, არა მოვსისიანის თქმით, ასფალტის საფარის დაგებაზე ელექტრონული ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
„დაახლოებით 5 დღეში ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება. ფინანსთა სამინისტროსთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ სამუშაოები რეგიონული ფონდის ხარჯზე გაგრძელდება. საკონტრაქტო დოკუმენტაცია უკვე გავგზავნეთ. წინასწარი სამუშაოების დასაწყებად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარია გამოყოფილი“, – განმარტავს არა მოვსისიანი Jnews-სთან საუბარში.
მოასფალტება მთავარი გზიდან (სოფ. ხულგუმოს დასაწყისიდან) დაიწყება და სოფელ კულიკამდე გაგრძელდება.
სოფელ ხულგუმოსა და კულიკამის მოსახლეობამ გზის მოასფალტების მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა.
სოფელ კულიკამის ცენტრალური გზის ნაწილი 2021 წელს მოასფალტდა, რისთვისაც დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
სოფელ ხორენიას მოსახლეობა მტვერში იხრჩობა
ქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარე, მაგრამ “შორეული”სოფელი
კარწახის გზატკეცილი-ვარძიის გზის ბეტონის სამუშაოები გრძელდება