ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქარცეფი-აფნია-ვარძიის გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა. ამ მონაკვეთზე გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 2 097 910 ლარს. პროექტის თანხის 78% გამოყოფილია სახელმწიფოს მიერ, 22% – ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
კარწახის გზატკეცილი-კარცეფი-ვარძიის გზის ბეტონის სამუშაოები გრძელდება. წელს უკვე დასრულდა ოკამი-კარცეფის გზის 1,2 კმ-იანი მონაკვეთის ბეტონირება.
ახლა ტენდერი გამოცხადდა გზის შემდეგ მონაკვეთებზე: კარცეფი-აფნია-ვარძია. სამუშაოები გრძელვადიანია, წელს რეაბილიტაცია 698 252 ლარის ოდენობით განხორციელდება, 2023 წელს – 1 399 658 ლარის ოდენობით.
პროექტის მთლიანი თანხიდან 1 636 369.8 ლარს სახელმწიფო იხდის, 461 540.2 ლარს ახალქალაქის მუნიციპალიტეტი.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის საბუთების მიღება.