ნაირ მელიქიანმა მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხა (ვიდეო)

ნაირ მელიქიანმა მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხა (ვიდეო)

ჯავახმა, თუმცა სომხეთის წარმომადგენელმა სპორტსმენმა ნაირ მელიქიანმა ირანელი მოწინააღმდეგე, იბრაჰიმ ბახრამი დაამარცხა.

19 მარტს ერევნის ახლად გახსნილ ფიტნეს-ცენტრ “ORION”-ში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც ნაირ მელიქიანმა წესების გარეშე ბრძოლაში, 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

სანახაობრივი დუელი პირველ რაუნდშივე დასრულდა, თუმცა ბრძოლა სამრაუნდიანი იყო: ნაირმა, თავისი სტილის შესაბამისად, პირველ რაუნდში მოწინააღმდეგე ნოკაუტით დაამარცხა.

ნაირ მელიქიანი ღმერთის მადლიერია: „ნუ გავიწყდებათ ღმერთისთვის მადლობის გადახდა და მისი დიდება, რადგან ამ ცხოვრებაში ყველაფერი ღვთის წყალობაა“.

შეგიძლიათ გაეცნოთ:

არც ერთი მარცხი პროფესიულ რინგზე – ნაირ მელიქიანი (Video)

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე