საქართველოში მდებარე 2 სკოლაში თითო-თითო მოსწავლე ირიცხება, 4 სკოლაში 2-2 მოსწავლე; 9 სკოლაში 3-3 მოსწავლე; 6 სკოლაში 4-4, 8 სკოლაში კი 5-5 მოსწავლე სწავლობს. ორმოსწავლიან სკოლებს შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აფნიაა, ხოლო სამი მოსწავლით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სოფელ თახჩას სკოლაა.
მოსწავლეების გარეშე დარჩენილი სკოლა: ჯავახეთში მიგრაცია გრძელდება
ოფიციალური ინფორმაციით, ეს სკოლები დუშეთისა და კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის საჯარო სკოლაში ერთ მოსწავლეს 7 მასწავლებელი ასწავლის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის საჯარო სკოლაში მყოფ ერთ მოსწავლეს კი 4 მასწავლებელი.
ამასთან, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში მდებარე კიდევ 4 სკოლაში 2-2 მოსწავლე ირიცხება; 9 სკოლაში 3-3 მოსწავლე; 6 სკოლაში 4-4, 8 სკოლაში კი 5-5 მოსწავლე. ამ სკოლებში საშუალოდ 3-დან 13-მდე მასწავლებელი ასწავლის.
საქართველოში სულ 288 სკოლაა, სადაც 1-იდან 30 მოსწავლემდე სწავლობს.
რაც შეეხება რიცხოვნობით ყველაზე დიდ სკოლებს, ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი 2664 მოსწავლე თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში ირიცხება. შემდეგ 2633 მოსწავლით თბილისის #175-ე საჯარო სკოლა მოდის, მესამე ადგილზე კი 2548 მოსწავლით #161-ე საჯარო სკოლაა.
რიცხოვნობით პირველ ათეულში გარდა თბილისში მდებარე საჯარო სკოლებისა, ბათუმის #6 ფიზიკა მათემატიკის და #8 საჯარო სკოლები და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლაც შევიდა.
ცნობისთვის, საქართველოში სულ 2085 სკოლაა, სადაც პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ირიცხება.