„აბულმა“ ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა

„აბულმა“ ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა

22 სექტემბერს ჭიათურის „მაღაროელსა“ და ახალქალაქის „აბულს“ შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა. შეხვედრა ახალქალაქური გუნდის ზედიზედ მე-6 გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.

„აბულმა“ მეტოქეს საკუთარ მოედანზე, სოფელ დილიკის სტადიონზე უმასპინძლა, ვინაიდან ახალქალაქის ცენტრალური სტადიონი რეაბილიტაციის პროცესშია. გუნდმა მოგებათა სერია ზედიზედ ექვს მატჩამდე გაზარდა.

„აბულმა“ ინიციატივის ხელში აღება შეძლო და 4 გოლი გაიტანა. მატჩში გოლებით სარგის ბაბაჯანიანი, რომიკ ჩორუხიანი და სტეფან მარტინოვი/მარგარიანი (სტეფან მარგარიანი) გამოირჩნენ.

მსაჯის საბოლოო სასტვენმა ანგარიში 4:2, „აბულის“ სასარგებლოდ დააფიქსირა.

გუნდი „აბული“ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, მე-4 ადგილთან 2-ქულიანი, ხოლო მე-3 ადგილთან 3-ქულიანი ჩამორჩენით. ზედიზედ მე-6 გამარჯვების მიუხედავად, გუნდს სატურნირო ცხრილში პოზიცია ჯერ არ გაუუმჯობესებია, რადგან ოთხეულის გუნდებიც იგებენ თავიანთ მატჩებს.

2026 წლის საქართველოს რეგიონული ლიგის ჩემპიონატში „აბულს“ დღეისთვის 41 ქულა აქვს მოპოვებული და 13 გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა 48 გოლი გაიტანა და 29 გაუშვა.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე