ახალქალაქელმა სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვეს

ახალქალაქელმა სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვეს

ახალქალაქელი მოკრივეების არტიუშ გომციანისა და ვიგენ ფილოსიანის საქართველოში კრივის პირველი ბრძოლა 31 იანვარს შედგა და ორივემ მეტოქე 5:0 ანგარიშით დაამარცხეს.

პირველ თებერვალს ვიგენ ფილოსიანი და ედუარდ სტეპანიანი წარდგებიან. ორთაბრძოლებს პირდაპირი ეთერში შეგიძლიათ საქართველოს კრივის ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე უყუროთ.

30 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით საქართველოში კრივის ჩემპიონატი ტარდება, რომელშიც ახალქალაქელი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.

ჩემპიონატში ახალქალაქიდან 11 სპორტსმენი იასპარეზებს, 5 – ახალგაზრდათა კატეგორიაში (17-18 წელი), ხოლო 6 მოზრდილებში (18 წელზე მეტი). როგორც სპორტსმენების მწვრთნელმა ატომ ელიზბარიანმა აღნიშნა, წელს ყველა მონაწილე სხვადასხვა ჩემპიონატებისა და ტურნირების პრიზიორი და გამარჯვებულია.

ახალგაზრდული კატეგორიები:

გორ აივაზიანი (54 კგ-მდე), ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი

სამველ ღაზარიანი (80 კგ-მდე), ევროპის მედალოსანი

ვიგენ ფილოსიანი (71 კგ-მდე),

პავლიკ ეგოიანი (86 კგ-მდე)

სტეპანიანი ედუარდი (63 კგ-მდე)

ზრდასრულთა კატეგორიაში:

არტიუშ გომციანი (60 კგ-მდე), ევროპის მოქმედი ჩემპიონი

არტიომ იორდანიანი (92 კგ-მდე), საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული

არშაკ ელიზბარიანი (75 კგ-მდე), ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, საქართველოს ნაკრების წევრი.

არამ ხრიკიანი (57 კგ-მდე), საქართველოს ჩემპიონი

არმენ გრიგორიანი (60 კგ-მდე), საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული

ნაირ მელიქიანი (71 კგ-მდე), სომხეთის ჩემპიონი MMA-ში

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე