სკოლის ეზოში ბავშვების ხმაური, თანაკლასელებთან ხუმრობა, აურზაური და კლასში უწესრიგობა – ჩვეულებრივი სკოლის დღეები აფნიასა და თახჩას მხოლოდ ფილმებში უნახავთ. ზედიზედ სამი წელია ზოგადსაგანმანათლებლო ცენტრებში სკოლის ზარი პირველკლასელების გარეშე რეკავს – ჯავახეთის სოფლების მკვიდრნი უკეთესი პირობების ძიებაში საცხოვრებლებს ტოვებენ.
ჯავახეთიდან ინტენსიური მიგრაცია გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. აქტიურობა ძირითადად შორეულ და პატარა სოფლებში შეინიშნება. ჯავახეთში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ბოლო 20 წლის განმავლობაში (2002-2021) ოფიციალური მონაცემებით მოსახლეობა 36%-ით შემცირდა. ზოგიერთ სოფელში მიგრაციის დონე გაცილებით მაღალია – 47-48%.
სოფელ თახჩას საჯარო სკოლა: განათლებას სამი ბავშვი იღებს და მხოლოდ 6 მასწავლებელი მუშაობს
სულ რაღაც ოცი წლის წინ ამ სოფელში 106 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი მხოლოდ 20 მოსახლეა დარჩენილი.
ჯავახეთის ზოგიერთ სოფელში მოსწავლეთა სასწავლო პროცესი რუტინული გახდა, რაც ბევრ პრობლემას იწვევს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში: აფნიაში, თახჩასა და ჩამდურაში, წელს ზარი პირველკლასელების გარეშე დაირეკა. თუ მასობრივი მიგრაციის გამო ცარიელდებოდა სკოლები, ახლა ეს სიცარიელე უწყობს ხელს მიგრაციას.
არცვიკ ეპრიკიანი თახჩას საჯარო სკოლის სამი მოსწავლიდან ერთ-ერთია. ის მე-4 კლასშია და ერთადერთი კლასელი საკუთარი მამიდაშვილია. არცვიკს სკოლის ეზოსა და საკლასო ოთახები ბევრი მოსწავლის წარმოიდგენს უჭირს.
ქრისტინე და ნარეკ ეპრიკიანები მომავალი მოსწავლეები არიან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩაში 6 ოჯახი (20 ადამიანი) ცხოვრობს. პირობების არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, მოსახლეობა უცხოეთში წავიდა და კარები კვლავ ჩაკეტეს. სოფელში მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, სადაც 6 ბავშვი იზრდება. სამმა საშუალო სკოლა დაამთავრა, მეოთხე კი სოფლის სკოლის სამი მოსწავლიდან ერთ-ერთია. ამ ოჯახიდან 2023 და 2025 წლებში სოფლის სკოლის პირველ კლასს მოსწავლეები ეყოლება. 2024 წელს კი ახალი საკლასო ოთახი სხვა ოჯახის გამო გაიღება.
„ყველა წავიდა, რამდენიმე ოჯახი დარვჩთ, თუმცა მოხუცები ზამთარში შვილებთან მიდიან, სოფელში კი მხოლოდ ზაფხულში ბრუნდებიან. ხალხმა დაინახა, რომ აქ არაფერი დარჩენოდათ, ამიტომ რუსეთსა და სომხეთში წავიდნენ…“ – განმარტავს ვარდუი ეპრიკიანი, ახალგაზრდა მაცხოვრებელი, რომლის შვილიც არციკის კლასელია.
სოფელ აფნიას სკოლაც სამი წლის განმავლობაში პირველკლასელებს ვერ იღებდა. აქ პირქუში, ერთფეროვანი სახლების ფონზე თეთრ-ლურჯი, შედარებით ახალი და ევროპული სტანდარტებით აშენებული სკოლა გამორჩეული იყო.
აფნიას სკოლა 2018 წელს აშენდა, მაშინ იქ 6 მოსწავლე იყო, დღეს – მხოლოდ 2
ფინურ სტილში აშენებული სკოლა ავეჯითა და სხვადასხვა სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი.
აფნიადან უცხოეთში არ მიდიან, თუმცა საქართველოს სხვარეგინობეში – ბათუმში, თბილისში, ახალქალაქში – საცხოვრებლად გადადიან.
აფნიას სკოლაში ორი მოსწავლე სწავლობს, მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები – და-ძმა კოჩალიძეები.
20 წლის განმავლობაში აფნიაში 80 ოჯახიდან მხოლოდ 15 დარჩა.
მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები, და-ძმანი ხშირად ერთ კლასში სწავლობენ. უმცროსს, საბა ქოჩალიძეს, დის გარეშე სკოლაში სიარული არ უყვარს და ამბობს, რომ მის გარეშე მოწყენილია. საბა ყოველთვის მზად არის გაკვეთილებისთვის, რადგან ის ერთადერთი მოსწავლეა. მისი თქმით, ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან ყველა საგანს სწავლობს, მეორე მხრივ კი ძალიან იღლება.
„მინდოდა, რომ მეტი მოსწავლე ყოფილიყო, გაკვეთილები უფრო სახალისო და საინტერესო იქნებოდა“,- განმარტავს ის.
თამუნა ქოჩალიძე მე-6 კლასშია. როგორც მშობლები ამბობენ, ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერია. ასე თუ გაგრძელდა, მთელი ოჯახით სოფლის დატოვება მათაც მოუწევთ და იქ დაბრუნდებიან, საიდანაც ეკოლოგიური კატასტროფის გამო აქ გადმოვიდნენ – ხულოში.
მშობლების თქით, სოფლის დატოვების მრავალი მიზეზი არსებობს: არ არის გაზი, წყალი, სარწყავი სისტემა, სკოლაში ხარისხიანი განათლება.
აფნიას სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა თანდათან მცირდება, პარალელურად იკლო სპეციალისტ-მასწავლებლების რაოდენობამაც. სკოლას 4 მასწავლებელი ჰყავს. ერთი მათგანი ან რამდენიმე საგანს ასწავლის, ან ორ კლასს ერთი გაკვეთილის ჩატარება შეუძლია. ამის გამო მშობლებს სასკოლო ასაკის ბავშვი მეზობელი სოფლის სკოლაში მიჰყავს, რადგან მიაჩნიათ, რომ უფრო ხასისხიან განათლებას მიიღებენ მათი შვილები.
თამარ გელაძე შვილიშვილებს მეზობელი სოფლის გოგაშენის სკოლაში აგზავნის.
„ერთი პირველკლასელია, მეორე კი მეორეკლასელი. ბევრმა მშობელმა შვილები სასწავლებლად ბათუმში წაიყვანა. მათ ოჯახთან ერთად დატოვეს სოფელი. ზოგი მშობელი აქ რჩება, შვილებს კი სხვაგან აგზავნიან. შეიძლება ჩვენც წავიდეთ, უბრალოდ ამისთვის ფული გვჭირდება“, – აცხადებს თამარ გელაძე.
ბევრმა მასწავლებელმა, რომელიც სოფლის სკოლაში მუშაობდა, სამსახური დაბალი ხელფასის გამო დატოვა. ერთ-ერთი მათგანი არჩილ გოჩაძეა.
„70 ლარიანი ხელფასით ოჯახს ვერ ვარჩენ. ამას ჯობია ორი ძროხა ვიყოლიო. სკოლაში კვალიფიციური სპეციალისტები არ ჰყავთ, მასწავლებლები კი სულ რაღაც ორი საათის გამო დროს არ დაკარგავენ“, – განმარტავს არჩილ გოჩაძე.
ბოლო წლებში ჯავახეთის სკოლებში ბავშვების რაოდენობა მერყეობდა, მაგრამ მკვეთრი მატება ან შემცირება არ შეინიშნება. 2021-2022 წლებში პირველკლასელი 10 სკოლას არ ჰყოლია, თუმცა 2022-2023 სასწავლო წელს ახალქალაქის მხოლოდ 3 სკოლაში არ გაიხსნება პირველი კლასები. ოდესღაც ხალხმრავალი, ახლა კი დაცარიელებული ჯავახეთის ბევრი სოფელი დეგრადირდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა ერთით მეტი ან ერთით ნაკლებია – თითქმის იგივე მდგომარეობაა ჯავახეთის შორეული და პატარა სოფლების სასწავლო დაწესებულებებში. სკოლის მეგობრები თუ ხუმრობები უცვლელია, მაგრამ ჯავახეთში ბევრი სკოლის მოსწავლე ამას ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო მოკლებულია. მაგალითად, არცვიკისთვის უცხოა გაკვეთილებიდან გაპარვა, საბას კი დის გარდა სხვა კლასელი არ ეყოლება…