ჯავახეთში ცნობილი სპორტსმენი ნაირ მელიქიანი საქართველოს კრივუს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ემზადება, რომელიც 30 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით ბათუმში გაიმართება. მელიქიანი 71 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

ნაირ მელიქიანმა JNEWS-ს აცნობა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებში მოხვდება და უკვე ნაკრების შემადგენლობაში, კრივში ევროპის ჩემპიონატზე, შემდეგ კი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს.

„ინტენსიურად ვვარჯიშობ, რათა 4-5 კგ დავიკლო. საქართველოს ჩემპიონატში 71 კგ წონით კატეგორიაში ვმონაწილეობ. ღმერთმა ქნას, გავიმარჯვო. მართალია, ჯერ არ ვიცი, ვისთან ვიასპარეზებ, რადგან შერჩევა კენჭისყრით გადაწყდება, მაგრამ ღვთის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება“, – ჰყვება ნაირ მელიქიანი.

ნაირი ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში ვარჯიშობს.  მისი მწვრთნელი ატომ ელიზბარიანია.

ასევე წაიკითხეთ:

არც ერთი მარცხი პროფესიულ რინგზე – ნაირ მელიქიანი (Video)

ნაირ მელიქიანი – პირველი ადგილის მფლობელი MMA-ს რეიტინგში


ნაირ მელიქიანი პროფესიონალურ კრივში მეორე გამარჯვებას აღნიშნავს (Video)