ახალქალაქის რაიონის სოფელი აბული ერთ-ერთი ყველაზე მთიანი დასახლებაა და მუნიციპალიტეტის საქალაქო სოფლებიდან მოშორებით, ზღვის დონიდან 1 960 მ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში დიდი ხანია გაზიფიცირების, გზების მოასფალტების, წყალმომარაგებისა და მრავალი სხვა პრობლემა დგას. ზამთრის მორიგი სეზონი ღუმელებით, შეშითა და ფუნათი დაიწყო.
სოფელ აბულში მცხოვრებნი ჩივიან, რომ მათ სოფელში პრობლემები არ გვარდება. ყველაზე მწვავედ, განსაკუთრებით ზამთრის დადგომასთან ერთად, სოფელში ბუნებრივი აირის ნაკლებობა იგრძნობა.
„ღუმელი უკვე 2 თვეა დავდგით, ჯამში კი დაახლოებით 7 თვე ვიყენებთ. სეზონზე 3 რიგ შეშასა და ფუნას ვიყენებთ“, – განმარტავს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, ხოცანიანი. მისი თქმით, გათბობა ოჯახს საშუალოდ 1 500-2 000 ლარამდე უჯდება.
„არ გვესმის, მეზობელი სოფლები რატომ არის გაზიფიცირებული, ჩვენი კი არა? მოასფალტების პროლემაზეც იმავე ითქმის: კარტიკამამდე სულ 6 კილომეტრია, მაგრამ ამ სოფლის გზები მოასფალტებულია, ჩვენ კი არა“, – ჰყვება ხოცანიანის მეუღლე.
სოფელ აბულში სკოლა 2020 წელს გარემონტდა, თუმცა იქ საკლასო ოთახები ჯერ კიდევ ღუმელებით თბება.
“ამას ხედავთ? 21-ე საუკუნეში ისევ ღუმელებით ვთბებით! რამდენჯერ წამოვწიეთ ეს საკითხი, მაგრამ არაფერი იცვლება, ჩვენი მოსმენა არავის უნდა”, – აცხადებს არარატ ერიციანი.
სოფელი აბული მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური დასახლებაა. აქ, გაზის უქონლობის გარდა, დღის წესრიგში გზების უქონლობაც დგას – სოფლიდან ქალაქში მიმოსვლა ჭირს. ამასთან, წყალმომარაგების საკითხიც აწუხებთ და ეს ყველაფერი მრავალი წელია არ გვარდება. აბულელები ჩივიან, რომ მათზე არავინ ზრუნავს.
სოფელ აბულის პრობლემები კვლავ მოუგვარებელია
აბულის მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმართველობას განცხადებით მიმართა
აბულის მოსახლეობა კვლავ არაფრის გარეშე დარჩა
ბუნებრივი აირის გარეშე სოფლებში გათბობა გართულდა