წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა მიღებული კარტოფილის მოსავლის რეალიზაცია ვერ შეძლეს. სათესლე კარტოფილი სარდაფებში დარჩა. სოფლის მოსახლეობამ კარტოფილის გაყუდვის იმედი უკვე დაკარგა.
მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტ კარტოფილს სოფელ ჩამდურაში თესავენ. მოსახლეობამ მსხვილი კარტოფილი მიზერულ ფასად გაყიდა, სათესლე კარტოფილი კი კვლავ სარდაფებშია.
„ბევრს არ ვთესავ, დაახლოებით 2 ტონა თესლი მაქვს, ერთ კუთხეში დავყარე, ვერ ვყიდი, სარდაფებშიც ვერ დავტოვებთ“, – ამბობს ჩამდურას მცხოვრები.
სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ვისაც კარტოფილი უნდა, შეუძლია მათ სოფელში წავიდეს, უფასოდ მისცემენ, ოღონდ სარდაფებში არ იყოს.
ჰოვანესმა, რომელიც კარტოფილს თესავს, არ იცის, რა ქნას, სარდაფში დაახლოებით 15-20 ტონა სათესლე კარტოფილი აქვს.
„სოფლია მცხოვრებმა კარტოფილი დათესა, დაამუშავა, ფული ხარარჯა, თანხა ჩადო, მუშები დაიქირავა, შრომობდა კარგი მოსავლის მისაღებად, მაგრამ საბოლოოდ ვერ გაყიდა. დაახლოებით 5 ჰექტარი მქონდა დათესილი. მსხვილ კარტოფილს 0,40-0,50 თეთრად გავყიდე, სათესლე კი ისევ სარდაფშია“, – ამბობს ჰოვანეს ბლრციანი.
სათესლე კარტოფილი სარდაფებში უკვე დაფესვიანდა, მაგრამ ჰოვანესი მისი გაყიდვის იმედს არ კარგავს. მისი მუშები დღიურად ასუფთავებენ კარტოფილს ფესვებისგან.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: