ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯერ კიდევ არის გაუყიდავი კარტოფილი, ფერმერები შარშანდელ მოსავალს, განსაკუთრებით კი კარტოფილის თესლს ვერ ყიდიან, ხოლო მალე ახალი სასოფლო-სამეურნეო სეზონი დაიწყება. ნაგავსაყრელზეც ვერ გადაყრიან, რადგან ნაგავსაყრელი არ ღებულობს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფერმერები რთულ სიტუაციაში არიან. საშუალო და მსხვილი კარტოფილი ძნელად, მაგრამ იყიდება, თუმცა არა იმ ფასში, როგორც ადგილობრივ ფერმერებს სურთ, მაგრამ სათესლე კარტოფილი საერთოდ არ იყიდება, მსურველები არ არიან. 20 დღეში კარტოფილის დათესვის სეზონი დაიწყება.
ხავეთის ტერიტორიული ერთეულიდან არჩეული ახალქალაქის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჰრაჩ მოვსესიანი ამბობს, რომ ძალიან ცუდი სიტუაციაა.
„კარტოფილის სათესლე ბევრი გვაქვს, არის საშუალო და მსხვილი კარტოფილიც, სოფელში 15-20% ჯერ კიდევ არ არის რეალიზებული. სათესლე კარტოფილი ბევრია, მყიდველი არ არის. ვისაც საშუალება აქვს, სხვა ადგილებში მიაქვს გასაყიდად. სათესლე კარტოფილი ჯერ არავის გაუყიდია, იმედია თესვის დროს გავყიდით“, – ამბობს ჰრაჩ მოვსესიანი.
სოფელ მერენიის სპეციალისტი ვოლოდია ღუშჩიანი ამბობს, რომ მათ სოფელშიც ბევრი გაუყიდავი სათესლე კარტოფილი დარჩა.
“რეალიზაციასთან დაკავშირებით ცუდი სიტუაციაა, მყიდველები არ არიან. მყიდველები ძალიან იშვიათად მოდიან ჩვენთან, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ზოგს სხვა ქალაქებში მიჰყავს, მაგრამ არც იქ იყიდება”, – თქვა ვოლოდია გუშჩიანმა.
სოფელ ვარევანში მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.
„ჩვენი კარტოფილი იყიდება, შედარებით კარგ მდგომარეობაში ვართ რაიონში. ჩვენთან იყიდება, სოფელში ცოტა არის, მაგრამ იმედია 2 თვის განვალობაში გავყიდით. ბევრი სათესლე კარტოფილი გვაქვს, და ისიც ახალი, ამიტომ იყიდება, ჩვენი მიწაც კარგია“, – ამბობს ვარევანიდან მიშა სტეფანიანი.
სოფელ დილისკას ფერმერის სალვარიან ვარაზდატის თქმით, სიტუაცია კრიტიკულია, ყველა შიშობს, რომ მოსავალი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება.
„სათესლე კარტოფილს 10 თეთრად ვყიდი, ამასაც კი არ ყიდულობენ. სოფელში 50-60 ტონა კარტოფილია. 3-4 მარტს მოვიდნენ, ნახეს, გადაიღეს და წავიდნენ. უკვე ერთი თვეა არაფერი სიახლე არ არის. არც კი ვიცით სად გადავყაროთ, ნინოწმინდის ნაგავსაყრელიც კი არ ღებულობა. აი რა გავაკეთოთ, ვისაც არ გაუყიდია კარტოფილი“, – ამბობს ვარაზდატ სალვარიანი.
ზოგიერთი ფერმერის თქმით, კარტოფილის მყიდველები აზერბაიჯანიდან ჰყავთ, თუმცა მათთან გარკვეული პრობლემები ჩნდება.
„სამცხე-ჯავახეთში ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს არ გასცემენ, ოფიციალურად დავწერე და უარი მითხრეს“, – ამბობს ერთ-ერთი ფერმერი.
Jnews-ი შეეცდება ცალკე გაერკვია ეს საკითხი.
იგივე ვითარებაა სოფელ ოლავერდშიც. ყველას აქვს სახლებში კარტოფილი, რომელიც ფუჭდება და არ იციან რა უყონ დამპალ კარტოფილს.
„სოფელში ბევრი სათესლე კარტოფილია, 18-20 ტონა სათესლე კარტოფილი მაქვს გასაყიდი. მსხვილი ძალიან ცოტაა, ჩვენს სოფელში ცოტას თესავენ და შემოდგომაზე თითქმის მთელი მსხვილი კარტოფილი იყიდება. ხალხს თბილისში მიაქვს, 1 ტომარას 5-10 ლარად ყიდიან, რა გავაკეთოთ. ალბათ კარტოფილის მინდვრებს შევამცირებ, ღორებს ვიყიდი და კარტოფილს ღორებს მივცემ, არ ვიცით რა ვქნათ, სად გადაყაროთ“, – ამბობს ჰოვიკ გილოიანი.