თითქმის ერთი კვირაა, კარტოფილზე ფასმა ოდნავ მოიმატა და 0,80-0,85 ლარს შორის მერყეობს. სოფლებში მყიდველებიც გამოჩნდნენ.

კარტოფილის მოსავლის აღების დროს მსხვილ კარტოფილზე ფასი 0,75 თეთრი იყო, მყიდველი არ იყო. სოფლის მცხოვრებს კარტოფილი თავად უნდა ჩაეტანა ახალციხეში, თბილისში ან სხვა საბითუმო ბაზრებზე. იყო შემთხვევები, როცა სოფლის მცხოვრებმა მოსავალი ვერ გაყიდა და უკან ჩამოტანა მოუწია.

ხანდო მუნიციპალიტეტის იმ სოფლებს შორისაა, სადაც მოსახლეობის უმეტესობას კარტოფილი მოჰყავს.

როგორც სოფლის უფლებამოსილმა პირმა აშოტ საარიანმა Jnews-თან საუბარში აღნიშნა, დატებითი ცვლილებები უკვე შესამჩნევია.

„კარტოფილზე ფასი თითქმის 5-10 თეთრით გაიზარდა, ახლა 80-90 თეთრია. მყიდველები მოდიან, თუ ასე გაგრძელდა, სოფლის მოსახლეობა მოსავლის გაყიდვას შეძლებს და გასული წლის ისტორია აღარ განმეორდება“, – ამბობს საარიანი.

კარტოფილზე ფასის გაძვირება შესამჩნევია იხტილაში, ბარალეთში, ტურცხსა და სხვა სოფლებშიც. ამ სოფლებში სოფლის სპეციალისტებიც და მოსახლეობაც ამბობენ, რომ დატებით ცვლილებებს ხედავენ. ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ მოგების მისაღებად სოფლის მცხოვრებმა მოსავალი 1 ლარად მაინც უნდა გაყიდოს.

სოფლის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ თუ კარტოფილის იმპორტი გარკვეული დროით შეჩერდება, ამ პერიოდში მოსავლის რეალიზაციას შეძლებენ.

სოფლის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ მოსავალს არა მარტო ადგილობრივ, არამედ თბილისის ბაზრებზე ყიდიან. თუ ერთი თვის წინ მყიდველები არ ჩამოდიოდნენ, ახლა სოფლებში ხშირად შეიმჩნევიან.

კარტოფილის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა საარსებო წყაროს წარმოადგენს. სოფლის მოსახლეობა ყოველწლიურად ახალი ჯიშის თესლს ყიდულობს, 1 კგ-ში 3 ლარს იხდის, მაგრამ საბოლოოდ მიღებულ კარტოფილს ვერ ყიდიან ან მიზერულ ფასად ყიდიან.