ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის მოსახლეობა კვლავ უკმაყოფილოა იმით, რომ მრავალრიცხოვანი საჩივრების შემდეგ არცერთი პრობლემა არ არის მოგვარებული. სოფელში არ არის არც ბუნებრივი აირი, არც ნორმალური გზა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ არის სასმელი წყალი.

სოფლის მოსახლეობა ჩივის, რომ უკვე რამდენიმე წელია აბულის წყალგაყვანილობის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა სოფელში წყალი დღემდე არ აქვთ. აბულში დაახლოებით 120 ოჯახი ცხოვრობს, აქ წყლის რამდენიმე წყაროა, მოსახლეობა ყოველ დღე წყალს რამდენჯერმე ეზიდება.

სოფლის მოსახლეობის მტკიცებით, ამ ბოლოს, წყალგაყვანილობის ხაზზე მლები რამდენიმე ადგილას შეცვალეს, მაგრამ ამან სოფელში წყალგაყვანილობის პრობლემა ვერ მოაგვარა. სოფლის მცხოვრების არა ხოცანიანის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად ყველა მილის გამოცვლაა საჭირო.

“ატმოსფერული წნევა მილებში წყლის წნევას არ შეესაბამება, ამიტომ მილები სკდება»,- ამბობს არა ხოცანიანი.

Abul 2

ჩვენ სოფელ აბულში მერის წარმომადგენლისგან სამველ კარახრხზიანისგან გარკვევას შევეცადეთ, თუ როგორ და როდის გადაწყვეტენ ამ საკითხს. “მილები უკვე ჩამოიტანეს, მალე სარემონტო სამუშაოებს დაიწყებენ”,- ამბობს ის.

სოფლის მცხოვრების ანას იორდანიანის თქმით, მრავალრიცხოვანი საჩივრების შემდეგ სოფელში არაფერი შეცვლილა. “ამბობენ, რომ წყლის პრობლემა მალე მოგვარდება, ვნახოთ, როდის. ჯერჯერობით მსგავსი არაფერი კეთდება”,- ამბობს ის.

სოფლის მოსახლეობის თქმით, მათ მუდმივად უმტკიცებენ, რომ ყველაფერი მოგვარდება, თუმცა სოფელში სასმელი წყალი კვლავ არ არის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ სოფელში წყლის აუზი ააშენეს და ტუმბოები დაამონტაჟეს. სოფლისათვის წყალსაცავი მაღლობზე აშენდა. შემდეგ გამანაწილებელი სისტემა ააშენეს, წყალსადენი მოსახლეობამდე მიიტანეს, თუმცა წყალგაყვანილობის მილები მაშინვე გასკდა.