კორონავირუსი სომხეთში: ერთ დღე-ღამეში 11 ადამიანი დაიღუპა

კორონავირუსი სომხეთში: ერთ დღე-ღამეში 11 ადამიანი დაიღუპა

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 ივლისის მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 30 903 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო ერთ დღეში, სომხეთში, COVID-19-ს 11 ადამიანი ემსხვერპლა, სულ  546 ადამიანი დაიღუპა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 177-ს აღწევს. მსხვერპლის საერთო რაოდენობა –  723-ია.

თეგები: სომხეთი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე