Jnews-მა მიიღო ვიდეომასალა სოფელი აბულის მაცხოვრებლისგან, სადაც ჩანს, თუ როგორ მოედინება ონკანიდან ჭუჭყიანი სასმელი წყალი. Jnews-მა მიზეზების გარკვევას შეეცადა.
წყალგაყვანილობა, საიდანაც ჭუჭყიანი წყალი მოედინება, სოფელ აბულში 20 წლის წინ აშენდა და ბოლოს 10 წლის წინ გარემონტდა. მოსახლეობის უმეტესობა სასმელ წყალს აღნიშნული წყალგაყვანილობიდან იღებს. გაზაფხულზე და შემოდგომით წვიმების დროს წყალგაყვანილობა ყოველთვის დაბინძურებულია და წყალი ამღვრეული მოედინება.
სოფელ აბულში მერის წარმომადგენლის სამველ კარახანიანის თქმით, ამ პრობლემის თაობაზე უკვე მრავალი წელია საუბრობენ, ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია. ამ მიზეზით გასულ წელს სოფელ აბულში წყალგაყვანილობის ახალი სისტემა გაიყვანეს, თუმცა კომპანიამ, რომელმაც ტენდერი მოიგო, უხარისხოდ ააშენა ის და უხარისხო მილები გამოიყენა. წყალგაყვანილობა მიზანს ვერ ემსახურა და მწყობრიდან გამოვიდა. მოხდა ავარია, რომლის აღმოფხვრაც ვერანაირად ვერ მოახერხეს. საბოლოოდ სოფლის მოსახლეობა კვლავ დარჩა ნორმალური სასმელი წყლის გარეშე და იძულებულია ძველი წყალგაყვანილობით ისარგებლოს, ან სოფლის წყაროდან ხელით ეზიდოს წყალს.
«ძველი წყალგაყვანილობის სისტემა მთის წყაროებიდან არის გაყვანილი. წყალი აუზში გროვდება და მილებით სოფელში მიედინება. აუზი ცუდ მდგომარეობაშია, ნორმალურად გადახურული არ არის. თოვლის და წვიმის წყალი აუზში ჩადის. ჩვენ ამ აუზს განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციეთ, რადგან ახალი წყალგაყვანილობა აგვიშენეს, რომელიც სოფლის წყაროდან მოედინება. ხაზი კარგია და სუბთა, თუმცა სამშენებლო კომპანიამ ის უხარისხოდ ააშენა, ავარია მოხდა»,- ამბობს სამველ კარახრხზიანი.
სოფელ აბულში 100 ოჯახი ცხოვრობს. რწმუნებულის თქმით, წყალგაყვანილობის ახალ სისტემას მთელი სოფლის დაკმაყოფილება შეუძლია. ახალი ხაზის მშენებლობა, მერის წარმომადგენლის თქმით, საგარანტიო პერიოდშია და მშენებელი გადაკეთებას დაპირდა.
Jnews-ი ამ პრობლემას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება, როდესაც ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო განახლდება.
სოფელ აბულში წყალგაყვანილობა ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე 2017 წელს 75 000 ლარი დაიხარჯა, მეორე ეტაპზე 2018 წელს დაახლოებით 35 000 ლარი. სოფელ აბულში ახალი წყალგაყვანილობის მშენებლობაში არსებულ პრობლემებზე jnews-მა 2017 წელს დაწერა. მაშინ მერიის ინფრასტრუქტურულ განყოფილებაში თქვეს, რომ სამუშაო სათანადოდ ჩატარდა.
სოფელ აბულში იმედოვნებენ, რომ მათ ონკანებშიც იქნება სუფთა, ნორმალური, სასმელი წყალი.
აბულში წყლის პრობლემის მოგვარება ფინალურ ეტაპზეა
სოფელ აბულში წყალგაყვანილობის მრავალწლიანი პროექტი არ მუშაობს
აბულის მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმართველობას განცხადებით მიმართა
სოფელ აბულში ონკანიდან ჭუჭყიანი წყალი მოედინება
სოფელ აბულში ბუნებრივ აირზე ოცნებობენ