ჯავახეთში გათბობის სეზონი საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით გაცილებით ადრე იწყება და ზაფხულში მთავრდება. ჯავახეთის მცხოვრებთა მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ზოგიერთ სოფელს ბუნებრივი აირი ჯერ კიდევ არ მიეწოდება და სახლებს ღუმელით ათბობენ. რა ჯდება გათბობის სეზონი ოჯახებისთვის, რამდენჯერ გაძვირდა შეშა და ქვანახშირი – გაეცანით JNEWS-ის სტატიაში.

IMG_6213

ახალქალაქის რაიონის სოფელი აბული ერთ-ერთი ყველაზე მთიანია და მუნიციპალიტეტის საქალაქო სოფლებიდან შორს მდებარეობს – ზღვის დონიდან 1960 მ სიმაღლეზე. სოფლის მოსახლეობა ბუნებრივი აირის, სათანადო წყლისა და სხვა კეთილმოწყობის გარეშე ცხოვრობს. ღუმელს არა მარტო გასათბობად, არამედ საჭმლის მოსამზადებლადაც იყენებს.

IMG_6210

“ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ღუმელი ჩავრთეთ. როდის თბება აბულში? ზაფხულშიც კი გამათბობელს ვიყენებთ, რძისთვის გვჭირდება”, – აღნიშნავს აბულის მცხოვრებო ავეტისიან მანუშაკი. ამ სახლში ქმართან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს და აღიარებს, რომ შენობის გათბობა ძალიან რთულია.

IMG_6181

მანუშაკი ღუმელს არა მხოლოდ შეშით, არამედ ქვანახშირითა და ნაკელით ანთებს. მისი თქმით, წელს შეშა გაძვირდა. გათბობისთვის ერთი ოჯახი სეზონზე დაახლოებით 2 000 ლარს ხარჯავს.

“შუა გაზაფხულზე 300 ლარი ღირდა, ახლა 450 ლარი. კარგი შეშა 600 ლარი ღირს. სეზონზე 2 ტონა ქვანახშირს ვხარჯავთ – 500 ლარი, ხე – 1 200 ლარი, გაზის ბალონიც გაძვირდა”, – განმარტა მანუშაკ ავეტისიანის ქმარმა.

IMG_6205

ოჯახი გაზს ძალიან იშვიათად, გადაუდებელი და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის იყენებს. გაზის ბალონი ახლა 42 ლარი ღირს, რამდენიმე თვის წინ კი 30 ლარი ღირდა.

ჩობანიან ლევონი ხე-ტყის გაყიდვითაა დაკავებული. ამტკიცებს, რომ შეშა არ გაძვირებულა, მხოლოდ ავტომობილების დიზელის საწვავი გაძვირდა.

“ხე არ გაძვირებულა, იტყუებიან, დიზელის საწვავი გაძვირდა. შარშან რიგის ფასი  460 ლარი იყო, წელს – 480 ლარი, 2 რიგში 1 800 ლარი გადაიხადეს, დანარჩენი ხარჯები 2 მანქანაზე ნაწილდება. 2 250-2 300 ლარი გამოვიდა, შეშა მხოლოდ 20 ლარით გაძვირდა“.

ხეზე მოთხოვნა ამ დროისთვის არ არის. მაღალმთიან სოფლებში ღუმელებს ნაკელით ათბობენ, სხვა სოფლებში ან გაზი აქვთ, ან – სოფლის ტყეებია.

„არა, სამუშაო არ არის. კამაზის 2 სატვირთო მანქანა მყავდა და გავყიდე. ბუზავეთში და აბულში ნაკელით თბებიან, მხოლოდ 2-3 ოჯახი ყიდულობს შეშას, სოფლებში კი, როგორიცაა ვაჩიანი, დილისკა, ხოსპიო, ხულგუმო, თახჩა – ყველგან ხეა. ბევრ სოფელში გაზი აქვთ, ადრე ყველა შეშას ითხოვდა. ახლა მოთხოვნა არ არის, თუმცა შეშა ბევრია. ხალხი, ვინც მოიტანს და გაყიდის, აღარ არის. შეშა მუშებს მოაქვთ და რჩება“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან გაზი 42 სოფელსა და ქალაქ ახალქალაქს მიეწოდება. ჯავახეთის გაზგამანაწილებელი კომპანიის, SJGC-ის ინფორმაციით, გაზიფიცირებული სოფლებში არ შედის:

1. დიდი-სამსარი

2. პატარა-სამსარი

3. გოგაშენი

4. აფნია

5. აბული

6. ბუზავეთი

7. თახჩა

8. კარწახი

9. ფილიპოვკა

10. მოდეგამი

11. ოკამი

12. აზმანა

13. ქარცეფი

14. პტენა

15. სულდა

16. ბოზალი

17. დადეში

18. მიასნიკიანი

19. ჩუნჩხა

20. ხავეტი

21.დავნია

22. ერინჯა

IMG_6192