დღეს, 2020 წლის 13 იანვარს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის მოსახლეობამ ოფიციალური განცხადებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიმართა. განცხადებლები თავისი სოფლის «პახ ახბიურნერ»-ის ტერიტორიის «ხელშეუხებლობას» ითხოვენ. ეს ის წყაროა, საიდანაც ადგილობრივი თვითმმართველობა სხვა სოფელში წყლის გაყვანას ცდილობს. აბულის მოსახლეობა ელოდება ოფიციალურ პასუხს, რათა შემდგომ ქმედებებზე იზრუნოს.
სოფელი აბულის მოსახლეობა 2019 წლის დასასრულს რამდენჯერმე შეხვდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და პარლამენტის დეპუტატს, ენზელ მკოიანს. შეხვედრის მიზანი იყო მათი სოფლის სოციალურ-ეკოომიკური პრობლემებისათვის ყურადღების მიქცევა. ბოლო შეხვედრა 2019 წლის 23 დეკემბერს შედგა. შეხვედრები დაძაბულ ემოციურ ვითარებაში გაიმართა.
ბოლო შეხვედრაზე საერთო შეთანხმებით გადაწყდა, რომ აბულის მოსახლეობას ხელმძღვანელობისათვის წერილით უნდა მიემართა. წერილში აბულის მოსახლეობა თვითმმართველობისაგან ითხოვს, რომ სოფელ ხორენიაში სასმელი წყალი სხვა წყაროდან გაიყვანონ და არ შეეხონ «პახ ახბიურნერ»-ს, ვინაიდან აღნიშნული წყარო სოფლის მაცხოვრებლებისათვის «წმინდა ადგილად» ითვლება.
განცხადებაში ძირითადად ნათქვამია შემდეგი:
«გატყობინებთ, რომ ყველა შეხვედრის პრობლემას მისი ბუნებითა და წყლით «პახ ახბიურნერ» წყარო წარმოადგენს, რომელიც არც თუ ისე ჭარბი ნაკადით მოედინება და აბულელებისათვის წმინდა ადგილია. იქ ორი ქანდაკებაა აღმართული. ის სოფლის მაცხოვრებლებისათვის დასვენების ზონაა და მუდმივი ექსკურსიების ადგილს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეებისათვის. გთხოვთ, პატივი სცეთ აბულის წმინდა ადილს «პახ ახბიურნერ»-ს, უზრუნველყოთ აღნიშნული ტერიტორიის “ხელშეუხებლობა” და გვიპასუხოთ წერილობითი ფორმით. რაც შეეხება სოფელ ხორენიის წყლით მომარაგებას, ჩვენ ავღნიშნავთ, რომ ამ სოფლის მოსახლეობა ჩვენი დედმამიშვილები არიან. მათ აქვთ უფლება წყალი იქონიონ. მუნიციპალიტეტი ვალდებულია მოამორაგოს ისინი წყლით. აღსანიშნავია, რომ სოფელ აბულამდე, რომლის პროექტიც 1 მილიონ ლარს შეადგენს, არის წყაროებით უფრო მეტად მდიდარი ადგილები და მათი წყალი ცნობილია სისუფთავითა და ხარისხით. მაგალითად, დილიფი, ეშტია ან ბავრა. ეს სოფლები უფრო ახლოსაა ვიდრე აბული».
წერილზე ხელი მოაწერეს სოფელ აბულის მაცხოვრებლებმა გორ ერიციანმა, ხორენ იორდანიანმა, სოფელში მერის წარმომადგენელმა სამველ კარახრხზიანმა, ასევე აბულის 101 მაცხოვრებელმა. წერილს ასევე ახლავს ბოლო შეხვედრის პროტოკოლი (2019 წლის 23 დეკემბერი).
გორ ერიციანის თქმით, «პახ ახბიურნერ» არ არის ისეთი წყარო, საიდანაც შესაძლებელი იქნება კილომეტრების მანძილზე წყლის გაყვანა და სხვა სოფლის მომარაგება. უფრო მეტიც, სოფელ აბულს თავად აქვს სასმელი წყლის პრობლემა. მათ თვითონ უნდათ ამ წყაროს გამოყენება. სხვა სოფელში გადაჰყავთ წყალი მიუხედავად იმისა, რომ ადგილი სადაც ეს წყარო მდებარეობს, ასევე არ არის მომარაგებული წყლით. მაცხოვრებლები ფიქრობენ, რომ სანამ სოფელ ხორენიაში წყალგაყვანილობის პროექტს შეადგენდნენ, სოფლ აბულის მოსახლეობას უნდა შეთანხმებოდნენ.
«ჩვენ თვითონ გვინდოდა აქედან წყლის გაყვანა. წყაროს წყალი ანალიზზე გავაგზავნეთ და გვითხრეს, რომ სასმელად წყალი არ გამოდგება. თუ ანალიზის პასუხები ხელისშემშლელი არ არის, ჩვენ თავადვე გავიყვანთ წყალს და იმ 20 ოჯახს მოვამარაგებთ, რომლებსაც წყალი არ აქვთ დღემდე»,- ამბობს გორ ერიციანი.
სოფელში დაახლოებით 120 ოჯახი ცხოვრობს. სოფლის ნაწილს, 20 ოჯახს, წყალი არ მიეწოდება.
აბულელები უჩივიან: «ჩვენ არ ვართ რაიონის მკვიდრი შვილები»
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ აბულში შეხვედრა მოაწყეს