დღეს, 23 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მმართველობა სოფელ აბულის მოსახლეობას შეხვდა. დაძაბული შეხვედრის შედეგად სოფლის მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები საერთო შეთანხმებამდე მივიდნენ.
სოფელ აბულის დაახლოებით 70 მაცხოვრებელი დილიდანვე შეიკრიბა სოფლის კლუბში იმისათვის, რომ შეხვედროდნენ მერს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. მოსახლეობას შეხვდა მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი, მერის მოადგილე შალვა ბალახაძე, საკრებულოს წარმომადგენელი ნაირი ირიციანი და მუნიციპალიტეტის სხვა მუშაკები.
შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დროს გორ ერეციანმა სოფლის სახელით მოითხოვა ეპასუხათ იმ შეკითხვებზე, რომლებიც 5 დეკემბერს, პარტია «ქართული ოცნების» ახალქალაქის შტაბში გამართული შეხვედრის დროს იყო დასმული.
შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის მოსახლეობა პროტესტის გამოთქმის მიზნით შეიკრიბა. ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვდნენ ყურადღება მიექციათ მათი სოფლის სოციალურ- ეკონომიკურ პრობლემებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატი ენძელ მკოიანი, ქალაქის მერი იურიკ უნანიანი, საკრებულოს წარმომადგენელი ნაირი ირიციანი და სხვები.
მაშინ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მოსახეობას შესთავაზეს მოიცადონ, ვიდრე სიტუაციის შესწავლის მიზნით შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი.
ამის შემდეგ, 18 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის მოსახლეობა მეორედ ჩამოვიდა მერიაში, რათა მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები მიეღოთ. ისინი შეხვდნენ მერის მოადგილეს, თუმცა კონკრეტული პასუხები მაინც ვერ მიიღეს.
მოსახლეობის თქმით, არსებულ პრობლემათა შორის, წყლის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია. სოფლის მოსახლეობა მას «პახახბიურნერ» (ცივი წყაროების) საკითხს უწოდებს.
სოფელ აბულის მოსახელობა გაოცებულია. მათი სოფლის წყაროდან წყალი გაჰყავთ სოფელ ხორენიაში იმ დროს, როდესაც სოფელ აბულში არ არის სასმელი წყალი.
დღევანდელ შეხვედრაზე განიხილებოდა «პახახბიურნერის» საკითხი, მოსახლეობამ ხელისფულებას მოსთხოვა წერილობით მიემართად მათთვის მასზედ, რომ წყაროს საკითხი დასრულებულია და მის გადაცემას არავის უპირებენ.
ქალაქის მერის მტკიცებით სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ სამუშაოები შეჩერდა სიცივეების გამო. აბულის მოსახლეობა ითხოვდა წერილობით განაცხადს, მასზედ რომ «არ შეეხებიან მათ წყალს».
ადგილობრივი მმართველობის წამრომადგენლები სოფლის მოსახლეობას სთავაზობდნენ მოეძებნათ საკითხის გადაჭრის ალტერნალიული გზები, მაგრამ სოფლის ყველა მაცხოვრებელი არ დაეთანხმა ამას.
ამ განხილვის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები და სოფლის მოსახლეობა მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე.
სოფელ აბულის მოსახლეობამ მერის სახელზე უნდა დაწეროს განცხადება თხოვნით, რომ არ შეეხონ მათ ცივ წყაროებს.
მერი შეპირდა რაც შეიძლება მალე უპასუხოს მათ განცხადებაზე.
მერის თქმით, სამუშაოები შეჩერებულია და არ გაგრძელდება სანამ სოფელ ხორენიის წყლის პრობლემა არ იქნება მოგვარებული და კიდევ ერთხელ შესთავაზა მოსახლეობას, ერთად მოეძებნათ ამ საკითხის მოგვარების გზები.