იტალიაში, მონტესილვანოში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ახალქალაქელმა სამველ კაზარიანმა მე-3 ადგილი დაიკავა.
იტალიაში, ქალაქ მონტესილვანოში, კრიკში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ნაკრებში ახალგაზრდა ახალქალაქელი მოკრივე სამველ კაზარიანიც მონაწილეობს. ტურნირის ასაკობრივი კატეგორია 15-16 წლის სპორტსმენებს ითვალისწინებს. 80 კგ წონით კატეგორიაში სამველ კაზარიანმა თურქ მოკრივე მურატ ტაშის 5:0 ანგარიშით დამაჯერებელად მოუგო. 2 ოქტომბერს კი, ნახევარფინალში კაზარიანი გერმანელ სოფიან ბიციცს შეებრძოლა და 5:0 ანგარიშით დამარცხდა. ახალქალაქში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდება.
სამველ კაზარიანი ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლეა. მისი მწვრთნელი ვენეტიკ კაზარიანია. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბექა ლობჟანიძეა, სხვა მწვრთნელები ნიკოლოზ იზორია და ვეფხია ცისკარიშვილი არიან. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 25 სექტემბერს დაიწყო და 5 ოქტომბერს დასრულდება.