„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის არტურ მკოიანის მეუღლემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ის ახალქალაქის პოლიციის უფროსს შალვა ლომსაძეს მის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
ადვოკატი თამუნა მენაბდე, რომელიც მინა მკოიანს განცხადების შეტანაში დაეხმარა, ამბობს:
„გუშინ (29 აგვისტოს) განცხადება შევიტანეთ გენერალურ პროკურატურაში. საქმის ფაქტები სრულად არის წარმოდგენილი განცხადებაში, თუ როგორ გაიტაცეს ქალბატონი მინა 2021 წლის 24 დეკემბერს. ამ დროს მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთი პოლიციის უფროსი შალვა ლომსაძე იყო, დანარჩენი ორი, სამწუხაროდ, არ ვიცით. ამასთან, გთხოვთ, მოძებნოთ ეს პირები, დაადგინოთ მათი ვინაობა, სად მუშაობენ და სისხლის სამართლის კოდექსის რომელ დანაშაულთან გვაქვს საქმე, რათა ეს პირები დაისაჯონ. ”
თამუნას განცხადებით გატაცების შემდეგ ხშირად იყო შეტყობინებები, რომლებშიც ემუქრებოდნენ როგორც მინას, ასევე მის მეუღლეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს არტურ მკოიანს.
„ბატონმა ლომსაძემ დაკავებით შეაშინა ისინი, ამიტომ მინა დუმდა, იმის შიშით, რომ მუქარა არ განეხორციელებინა. როცა მისი ქმარი დააკავეს და 11 დღით დააპატიმრეს, გადაწყვიტა ამაზე ხმამაღლა ესაუბრა“, – აღნიშნავს თამუნა მენაბდე.
ადვოკატის თქმით სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით პროკურატურაში შევიდა განცხადება, ხოლო შემდეგ მოდის საგამოძიებო ორგანოების ვალდებულება – თუ რაიმე ინფორმაცია გაჩნდება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ.
„იყო გაუპატიურების მცდელობა, ფიზიკური შეურაცხყოფა, მან კისერში ხელი მოჰკიდა, მუცელში დაარტყა, წაართვა ჩანთა ძვირფასი ნივთებით, მოიპარა ძვირფასეულობა, ასევე 250 დოლარის ოდენობის ფული, თითიდან მოხსნა საქორწინო ბეჭედს,” – აღმნიშნავს მენაბდე.
24 აგვისტოს ღამით, 00:15 საათზე ახალქალაქის პოლიციის თანამშრომლები არტურ მკოიანის ბინაში ჩხრეკის მიზნით მივიდნენ, რადგან ეჭვობდნენ, რომ სახლში იარაღი იყო. არტურ მკოიანი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს, რის შემდეგაც მისმა მეუღლემ ახალქალაქის პოლიციის უფროსის შალვა ლომსაძის სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა.
არტურ მკოიანი 11 დღით პატიმრობაში იმყოფებოდა
არტურ მკოიანის მეუღლე შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება
დაკავება ახალქალაქში: პოლიციის უფროსს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
ახალქალაქში სროლის კადრები გამოქვეყნდა (Video)