წუხელ დათვი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალში გამოჩნდა და გრიგორ ავეტისიანის კუთვნილი სამი სკიდან ორი გაანადგურა.
მეპატრონის თქმით, მსგავსი შემთხვევა მათ სოფელში პირველად მოხდა.
გრიგორმა სკები მიმდინარე წლის გაზაფხულზე იყიდა, ორ სკაში 600 ლარი გადაიხადა. ერთ თვეში თაფლი უნდა გამოეწურა, თითოეული სკიდან დაახლოებით 20 კგ თაფლს ელოდა.
კომპენსაციის მოთხოვნით მერიისთვის არ მიუმართავს, რადგან უკვე იცოდა, რომ სხვა დაზარალებულებმა მიმართეს და უშედეგოდ.
სახელმწიფო არანაირად არ ეხმარება ამ ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მოსახლეობამ ზარალი განიცადა.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფლებში დათვი პირველად სოფელ მიასნიკიანში პირველად 9 ივნისს გამოჩნდა, შემდეგ მისი კვალი, რამდენჯერმე ნახეს სოფელ ხავეტში. 23 ივნისის ღამით სოფელ ბოზალში თაფლისთვის მივიდა. სოფელ ხავეტში მესამე დღეა დათვებს შუქ-ხმოვანი სიგნალებით იგერიებენ.
შეგახსენებთ, რომ დათვი ვიდეოზე შორიდან არის გადაღებული. ამ ვიდეოდან დათვი იდენტიფიცირებულია, ის თეთრობის პარკში დაცული ტერიტორიების კამერებმაც დააფიქსირა.
დათუნიას თავგადასავალი ჯავახეთში: ის რამდენიმე სოფელს ესტუმრა
ჯავახეთში საფუტკრეში დათვი ავიდა და თაფლი შეჭამა
დათვისგან მიყენებულ ზარალს მერია არ აანაზღაურებს