დღეს, 20 აპრილს, ახალქალაქში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროგრამის ფარგლებში –  “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის”.  პროგრამის  პარტნიორები ახალქალაქში არიან LAG-ი და ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი.

პრეზენტაციას პროგრამის დირექტორი, უჩა ვარამიშვილი წარუძღვა, რის შემდეგაც დამსწრეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, კერძო მეწარმეები და სხვა.

IMG_9383

პროგრამას – “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” (RDYE) უკვე 3,5 წელია ახორციელებს ორგანიზაცია “Mercy Corps საქართველოში”. პროექტი ხორციელდება ავსტრალიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროგრამის მიზანია (18-35 წლამდე) ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარების განვითარება, ფინანსური ხელმისაწვდომობა და სოფლის მეურნეობის და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების სტიმულირება, საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბების წახალისება. პროგრამის სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობებში ჩაერთვებიან ახალგაზრდები, რათა  შეძლონ საკუთარი კეთილდღეობის ამაღლება და სამეწარმეო უნარების განვითარება. ახალგაზრდები შეძენილ ცოდნასა და უნარებს თვითდასაქმებისა და სამუშაოს ძიების პროცესში გამოიყენებენ.

პროექტის მიზანია მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროცესის მხარდაჭერა სამიზნე თემებში ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარების განვითარების გზით. ის 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი – 2025 წლის მაისი) განხორციელდება საქართველოს ოთხ რეგიონში, 18 თემში. გეოგრაფიული დაფარვა ასეთია: ქვემო ქართლი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრი წყარო, წალკა. სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა. შიდა ქართლი: გორი, ქარელი, კასპი: მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, თუშეთი, თიანეთი.

biznes2

პროგრამა სულ მცირე 1500 ახალგაზრდას (50% ქალი) დაეხმარება, მათ შორის მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფებს (ეთნიკური, რელიგიური უმცირესობები, მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლები, დევნილები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები).

მოქმედების პირველი ნაბიჯი: ორდღიანი მეწარმეობის საბაზისო ტრენინგი 500-ზე მეტი ახალგაზრდასთვის.
მეორე ეტაპი: ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს ტრენინგი საბაზისო ტრენინგებით 175 წარმატებული კურსდამთავრებულისთვის.
მესამე ეტაპი: 50 ახალგაზრდული საწარმოს დაფინანსება. ინტენსიური ტრენინგის შემდეგ გაიმართება ბიზნეს გეგმის კონკურსი. თითოეული გამარჯვებული ბიზნეს იდეა დაახლოებით 25000 ლარს მიიღებს თანადაფინანსების სახით (80/20).

მეოთხე ეტაპი: ფინანსური და საგადასახადო ტრენინგი წარმატებული მეწარმეებისთვის.
მეხუთე ეტაპი: ინდივიდუალური და ტექნიკური კონსულტაციები მენტორინგის პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებისთვის.

ძირითადი ტრენინგი 2022 წლის მაისში დაიწყება, ბოლო ვადაა 31 მაისი. რეგისტრაციისთვის გთხოვთ მიჰყევით ბმულს.

ლიდა ალმასიანი