გორ აივაზიანმა ევროპის ჩემპიონატზე აზერბაიჯანელი დაამარცხა

გორ აივაზიანმა ევროპის ჩემპიონატზე აზერბაიჯანელი დაამარცხა

ახალქალაქის სპორტკომპლექსის აღსაზრდელმა, გორ აივაზიანმა რამდენიმე წუთის წინ, ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და აზერბაიჯანელი სპორტსმენი დაამარცხა. ის ევროპის ტიტულისთვის იბრძოლებს.

ფინალში ახალგაზრდა მოკრივე ოქროს მედლისთვის ალბანელ სპორტსმენთან იბრძოლებს. კონკურსის ფინალი ხვალ, 21 აპრილს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქელი სპორტსმენი სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებული და მედალოსანია. შარშან მონტენეგროში გამართული შეჯიბრების ჩემპიონი გახდა. ის არის 2019 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონი. ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში ახალგაზრდა მოკრივე მწვრთნელ  გაგიკ ელიზბარიანთან ვარჯიშობს. სპორტსმენი 17 წლისაა.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე