რამდენიმე დღის წინ ახალქალაქში გავრცელდა ხმები, რომ ახალქალაქში, 2016-2020 წლებში მომხდარი ბინების ძარცვის საქმეები გახსნილია და რომ ბრალდებული იძებნება. Jnews-მა დააზუსტა, კონკრეტულად რა საქმეზე იძებნება დავით მანუკიან.
თავდაპირველად JNEWS-მა ინფორმაცია შსს-ში დააზუსტა, სადაც მოთხოვნიდან მეორე დღესვე განაცხადეს, რომ „წარსულში მომხდარი ქურდობის“ საქმე გახსნილია და ბრალდებული იძებნება, თუმცა კონკრეტულად, რომელ საქმეებზე, უწყებაში არ აკონკრეტებენ. შედეგად, გაურკვეველი დარჩა, დავით მანუკიანს ახალქალაქში ქურდობის, რამდენიმე ეპიზოდში ედებოდა ბრალი, თუ რომელიმე კონკრეტულ დანაშაულში.
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონულ პროკურატურაში Jnews-მა სცადა გაერკვია, დავით მანუკიანს ბრალი ედება თუ არა, კონკრეტულად 2021 წლის 27 იანვარს მომხდარ დანაშაულზე – „ქურდობის მცდელობაში“.
27 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 22:30 საათზე, ახალქალაქის მე-3 საბავშვო ბაღში, უცნობი პირები, ფანჯრიდან საწყობში შევიდნენ.
მეზობლებმა შენობაში ფანრის შუქი რომ დაინახეს, საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაში დარეკეს. საბავშვო ბაღის დირექციამ პოლიცია გამოიძახა.
ახალქალაქში N3 საბავშვო ბაღში ქურდობა მოხდა
არაფერი იყო მოპარული, თუმცა დაფიქსირდა უკანონო შეჭრის გზით ქურდობის მცდელობა. დავით მანუკიანს ბრალი სსკ-ის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით ედება.
დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ან შინაპატიმრობით 1-დან 2 წლამდე ისჯება.
დავით მანუკიანის ბრალდების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ფეისბუქზე ფეიკ-პროფილებისა და ახალქალაქის საინფორმაციო ჯგუფის მეშვეობით ვრცელდებოდა, რომ მას ბინების გაქურდვაში ედება ბრალი. მეტიც, ეს ინფორმაციაც აიღო და გამოაქვეყნა ზოგიერთმა მედიასაშუალებამ.
ახალქალაქში ქურდობის საქმეზე ბრალდებული იძებნება, ნათესავები გაყალბებაზე საუბრობენ
უნდა აღინიშნოს, რომ, რამდენიმე ქურდობისა და ძარცვის საქმე, რომელიც 2016 – 2020 წლებში მოხდა, არ გახსნილა, მაგრამ დანაშაული აღარ განმეორებულა.
ყაჩაღობა ახალქალაქში
ახალქალაქში ისევ გაქურდეს სახლი
სოფელ კულიკამში სახლი გაქურდეს
ბრალდებულმა დავით მანუკიანმა ქვეყანა სწორედ იმ დროს დატოვა, როცა მისთვის ბრალი უნდა წარედგინათ. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს, რადგან ქვეყანაში აღარ იმყოფებოდა. ის ახლა ძებნაშია. როგორც თავად აცხადებს, წავიდა იმისთვის, რომ ბრალდებას გაქცეოდა. ფიქრობს, რომ სამართალდამცავებიც მის ქვეყნიდან გასვლას ელოდებოდნენ, რომ ბრალი წაეყენებინათ.
ქურდობის საქმეზე ბრალდებული განმარტავს წასვლის მიზეზს
დავით მანუკიანის დის თქმით, ისინი შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებენ. ასევე, აპირებენ გაასაჩივრონ დავით მანუკიანის მიმართ ქურდობის მცდელობის ბრალდება, შსს-მ კი ხელი შეუწყო ინფორმაციის გავრცელებას, რომ ის იყო დამნაშავე ახალქალაქში არაერთ ძარცვასა და ქურდობაში.