11-დან 12 იანვრის ღამეს მასივ ჯივანის მიკრორაინში, რომელიც ყოფილ სამხედრო ქალაქსა და ქალაქ ახალქალაქს შორის მდებარეობს, მოხდა საცხოვრებელი სახლის გაძარცვა. დანაშაულის ადგილას პოლიცია მუშაობს.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ღამე გაქურდეს ახალქალაქელი ფერმერის ა.პ.-ს საცხოვრებელი სახლი. ქურდობის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, ოჯახი ქორწილში იყო წასული. წინასწარი ინფორმაციით, მძარცველები სახლში ფანჯრიდან შევიდნენ. სახლიდან ფული გაიტანეს. მაგ მხარეს მეზობლის სათვალთვალო ვიდეო კამერაა დამონტაჟებული. თუმცა, როგორც დაზარალებულები ყვებიან, მათი სახლი მეზობლის სათვალთვალო ვიდეო კამერის ხედში ვერ მოექცა.
ცნობილია, რომ დაზარალებულები მეკარტოფილეობით არიან დაკავებული ფართო მასშტაბით.
გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლაის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მე-3 ნაწილის «გ» პუნქტისა და მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის მიხედვით, რაც ნიშნავს- ქურდობას. ეს გულისხმობს სვის საცხოვრებელ ფართში უკანონოდ შეჭრის გზით სხვისი მოძრავი ნივთის უკანონო მითვისებას და დანაკარგის სახით მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. მნიშვნელოვანი ზიანი აღნიშნული მუხლის მიხედვით 10 000 ლარამდე დანაკარგს გულისხმობს.