სოფელ კულიკამში სახლი გაქურდეს. სახლში ყველაფერი არეულია, სავარაუდოდ მძარცველები რაღაცას ეძებდნენ. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, სახლიდან მოპარულია 15000 ლარი და 2 რეგისტრირებული იარაღი. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. სახლის მეპატრონეები რამდენიმე თვეა სახლში არ არიან.
სახლის მეპატრონეები გასული წლის შემოდგომით გაემგზავრნენ შვილებთან კრასნოიარსკში და კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ დაბრუნდნენ. თუმცაღა, ახლო ნათესავები 2-3 დღეში ერთხელ აუცილებლად ანიავებდნენ სახლს და ამოწმებდნენ ყველაფერი თუ იყო რიგზე.
«სახლი ან დღეს ღამე, ან გუშინ გაძარცვეს, იქამდე სახლი შესამწმებლად გაეღოთ ნათესავებს »,- ამბობენ სოფლის მცხოვრები და სახლის მფლობელის ახლობელი.
მისი თქმით, უკვე 5-6 საათია რაც არგილის კვლევა მიმდინარეობს, თუმცა ვერ გაურკვევიათ, თუ საიდან შემოვიდნენ მძარცველები, რადგან არც კარი და არც ფანჯრები არ არის გატეხილი.
თანასოფლელი ყვება, რომ სახლში ყველაფერი არეულია, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი თუ რა მოიპარეს კონკრეტულად, თუმცა ის იციან, რომ 15000 ლარი და 2 დარეგისტრირებული იარაღი არ არის -ეს ფაქტი ნათესავებმა შეამჩნიეს.
პოლიციის თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუსლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), მისი მაკომპლექტებელი დეტალის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას მისაკუთრების ან გამოძალვის მიზნით. საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის თანახმად, ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში გასული წლების რიგი ქურდობების შემდეგ, როდესაც თვეში 1-2 ქურდობა იყო, 3-4 თვეში ერთხელ მეორდება სახლში უკანონოდ შეჭრის და სხვისი ქონების დაუფლების ფაქტები. ასე 2020 წლის იანვარში გაქურდეს ერთი ფერმერის სახლი ქალაქ ახალქალაქში, ხოლო გასული 2019 წლის შემოდგომით გაქურდეს ექიმის სახლი, დღემდე არცერთი სახლის ქურდი ნაპოვნი არ არის.