26 ნოემბერს ფეისბუქში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურდობის საქმე გახსნილია და ბრალდებული იძებნება. შსს-მ „წარსულში ქურდობის საქმის“ გამჟღავნებისზ და ბრალდებულ დ.მ.-ს ჩხრეკის ფაქტი დაადასტურა. დ.მ.-ს ახლობლები ამბობენ, რომ პოლიცია გაყალბებითა და დაკავებით დაემუქრა, რის გამოც ქვეყანა დატოვა.
26 ნოემბერს, ინტერნეტმომხმარებელმა „Akhalkalaki news“-მა დაწერა პოსტი და ამავე სახელწოდების ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ახალქალაქის პოლიციამ ქურდობის ფაქტები გამოავლინა“, ხოლო დ.მ. იძებნება. ბრალდებულის სახელი და გვარი კი სრულად გამჟღავნდა ფოტოსთან ერთად. პოსტი უკვე რედაქტირებულია და სახელისა და გვარის ნაცვლად ინიციალები გამოიყენეს, ხოლო სახის ნაწილი დაფარეს.
ფეისბუქის რამდენიმე მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დ.მ.-მ საბავშვო ბაღი გაძარცვა.
Jnews-ი ცდილობს მიიღოს დადებითი ან უარყოფით პასუხი ახალქალაქის პოლიციისგან შსს-ში მომხდარი ქურდობის საქმის გამჟღავნებაზე. 27 ნოემბერს გამჟღავნება დაადასტურეს.
“წარსულში ჩადენილი ქურდობის ფაქტზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დ.მ.-ს დაკავებისთვის პოლიცია შესაბამის ზომებს იღებს”, – აცხადებენ შსს-ში.
შსს-ში არ განმარტავენ კონკრეტულად რა სახის ქურდობაზე იყო საუბარი და განაცხადეს, რომ სხვა დეტალების არსებობის შემთხვევაში მათ დამატებით შეატყობინებენ. მათივე ცნობით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების დადგენის მიზნით სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა, რომელზეც დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.
26 ნოემბერს, „Akhalkalaki news“-ის პოსტის ნახვის შემდეგ Jnews-ს დ.მ.-ს ახლობლები დაუკავშირდნენ. ახლობლების თქმით, დაკავებით დაემუქრნენ.
“შეაშინეს, მესიჯები გაუგზავნეს, რომ ციხეში ჩასვადნენ. თუ ადამიანის ციხეში ჩასმა უნდათ, განა გაუგაზვნიდნენ მესიჯებს, რომ დაჭერა აპირებდნენ. დაურეკეს, რომ 12:00 საათზე პოლიციაში დაკითხვაზე მისულიყო. მესიჯები გაუგზავნეს, რომ მისი დაჭერა უნდოდათ, თავხედურად ელაპარაკებოდნენ, რომ რამეს მოუფიქრებდნენ და ჩასვამდნენ”,- განმარტა დ.მ.-ს დამ სატელეფონო საუბარში.
დ.მ.-ს ოჯახის წევრების თქმით, ეჭვმიტანილმა საზღვარი 25 ნოემბერს გადაკვეთა. მათივე თქმით, არც ჩხრეკა ყოფილა და არც ორდერი.