სომხეთში კორონავირუსის 313 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 5 ადამიანი დაიღუპა
სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 313 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, 232 610 ადამიანი დაავადდა. გამოჯანმრთელდა 221 590 ადამიანი, მათგან გასულ 24 საათში – 183 ადამიანი. ქვეყანაში ვირუსს კიდევ 5 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 658-მდე გაიზარდა.