სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყდნობით ავრცელებს.
9 აგვისტოს მონაცემებით ქვეყანაში 5 110 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას .
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 232 297 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 221 407 პაციენტი. ვირუსით 5 110 ადამიანი დაიღუპა.