ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 16 ივლისს მადლობა მოკრივეებს არტიომ ჟორდანიანს, არტიუშ გომციანს და გორ აივაზიანს საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებისთვის გადაუხადა.
16 ივლისს, მერიის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლება ახალქალაქის სპორტული კომპლექსის იმ მოკრივეებს შეხვდა, რომლებმაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საერთაშორისო შეჯიბრებაში პრიზები მოიპოვეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა, მედლებითა და სერთიფიკატებით დააჯილდოვა, არტიომ იორდანიანს და არტიუშ გომციანს კი IPhone 11 გადაეცათ, გორ აივაზიანმა 900 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო მიიღო. 500 ლარის ფულადი ჯილდო პორტსმენების მწვრთნელებმა, ატომ ელიზბარიანმა და გაგიკ ელიზბარიანმა მიიღეს.
”ვამაყობ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრეს. მედლები, სერთიფიკატები და საჩუქრები დაიმსახურეს”, – თქვა ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მწვრთნელმა და დირექტორმა ატომ ელიზბარიანმა.
გორ აივაზიანის თქმით, ისინი განვითარებას განაგრძობენ და უფრო მეტს ივარჯიშებენ.