ევროპის პირველობისთვის 22 წლამდე ახალგაზრდებს შორის ახალქალაქის მოკრივე არტიომ იორდანიანი ფინალურ რინგზე ახალქალაქელ მოკრივე ვლადიმერ უზუნიანთან ერთად გავიდა, რომელიც რუსეთის სახელით წარსდგა. რთულ ბრძოლაში ვლადიმერ უზუნიანმა 1 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.
არტიომ იორდანიანმა საქართველოსთვის ვერცხლის მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრების 10 მოკრივედან ფინალში ორი გავიდა: არტიომ იორდანიანი და ნიკოლოზ ბეგაძე. ბეგაძემაც მეორე ადგილი დაიკავა უკრაინელთან 3:2 ანგარიშით დამარცხების შემდეგ.
საქართველოს ნაკრების 10 მოკრივედან ნახევარფინალში 4 სპორტსმენი გავიდა, რომელთაგან 2 ახალქალაქიდანაა. ამ ტურნირიდან საქართველოს მედლების კრებულს ორი ბრინჯაოს და ორი ვერცხლის მედალი დაემატა. ახალქალაქის მოკრივე არტიუშ გომციანი ასევე ბრინჯაოს პრიზიორია.
ჩემპიონატში 41 ქვეყნის მოკრივე მონაწილეობს. ხოლო ქართულ ნაკრებში 10 სპორტსმენია.
არტიომ იორდანიანი ახალქალაქის სპორტული კომპლექსის, 22 წლის მოკრივეა. ის არის ჩემპიონის ქამრის მფლობელი ძმები კლიჩკოს სახელობის ჩამპიონატში, იყო მედალოსანი ბევრ საერთაშორისო და ევროპულ ჩემპიონატში.
ვლადიმერ უზუნიანი წარმოშობით ახალქალაქის სოფელ კულიკამიდანაა და განსხვავებული ჩემპიონატების პრიზიორია.