ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლემ, მოკრივე გორ აივაზიანმა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის რომელიც თბილისში გაიმართა, მეოთხედფინალში პოლონელი მოკრივე დაამარცხა და სულ მცირე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
3 ივლისს თბილისში ახალგაზრდულ კრივში ევროპის პირველობა დაიწყო. მასში მონაწილეობს ახალქალაქელი მოკრივე, გორ აივაზიანი, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლე. მისი მწვრთნელია გაგიკ ელიზბარიანი. გორ აივაზიანი 46 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
დღეს მისი მეორე ბრძოლა შედგა, მან ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში პოლონელი მოკრივე დაამარცხა და სულ მცირე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და ბრძოლას გააგრძელებს ჩემპიონის წოდებისთვის.
5 ივლისს მისი პირველი ბრძოლა შედგა, მან აზერბაიჯანელი ტოფიგ გულიევი 5:0 ანგარიშით დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატი 13 ივლისამდე გაგრძელდება.