ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალის მოსახლეობას, სადაც 24 მარტს, ღამით მოსული ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, რამდენიმე სახლი დაიტბორა, კომპენსაცია არ მიუღია, თუმცა, დახმარების სახით მერიამ სოფლის გზა შეაკეთა.
24 მარტს ღამით წვიმისა და წყალდიდობის შემდეგ, ახალქალაქის ზოგიერთ სოფელში რამდენიმე სახლი დაიტბორა მათ შორის ბოზალში. ამის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სარეზერვო ფონდიდან დაზარალებულებს აქტების შემუშავების შემდეგ კომპენსაცია გადასცენ. მოსახლეობას ძალიან აღელვებდა ამ გზის მდგომარეობა.
როგორც ამ ბოლოს გახდა ცნობილი, მოსახლეობას კომპენსაცია ცალ-ცალკე არ მიუღია. თუმცა, დახმარების სახით ცენტრალური გზიდან სოფლისკენ მიმავალი გზა შეკეთდა.
”20 000 ლარი დავხარჯეთ გზის რეაბილიტაციაზე. კარგი გამოვიდა. ისინი შედეგით ძალიან კმაყოფილი იყვნენ. ჩვენ ექსპერტებს ვკითხეთ, მათ გვითხრეს, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, განსაკუთრებული ზარალი არ დაფიქსირებულა (მოსახლეობის ზარალი)”, – ამბობს ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანი
სოფლებში წყალდიდობის შესახებ აქ წაიკითხეთ:
სოფელ ბოზალის დატბორილ სახლებში დახმარებას ელიან
ახალქალაქის მერიას დახმარებისთვის 3 სოფლის მოსახლეობამ მიმართა