გაზაფხული ახალქალაქში თოვლით დაიწყო, ხოლო კოკისპირული წვიმა, რომელიც 24 მარტის ღამით მოვიდა, ზოგიერთ სოფელში სახლების დატბორვის მიზეზი გახდა, მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალში.

სოფელი ბოზალი თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ბოლოდან მეორეა. ის ფერდობზეა  შეფენილი. სახლები ერთმანეთისგან შორი-შორს მდებარეობს. სახლების განლაგება და ფერდობი წარმოდგენას არ გვაძლევს იმაზე, რომ ოდესმე ეს ტერიტორია მეწყრულ ნაკადში მოექცეს.

ახალქალაქის მთებში თოვლის დნობის სეზონი იწყება. პრაქტიკულად ყოველდღე თოვს, ხოლო გუშინწინ ძლიერი კოკისპირული წვიმის შედეგად სოფლის გზებზე წყალი და ტალახია. რამდენიმე სახლი დაიტბორა, რომლებიც სიღრმეში მდებარეობს.

tun1

ასეთი სახლები სოფელში, რამდენიმე იყო. სახლებს უბედურება დაატყდა, რომლებიც ისედაც საშინელ მდგომარეობაში იყვნენ.

Bozali tun 2

“იმდენი წყალი შემოვიდა, რომ სახლის საძირკველში დაგროვდა. ჩვენ წყალს სათლებით ვეზიდებოდით. წყლის ქვეშ აღმოჩნდა ფქვილი, პური, გაზის ბალონი, ქერი… ჩვენ ყველა პროდუქტს იქ ვინახავდით. ასე უკვე რამდენჯერმე მოხდა. წყალი ფანჯრებამდე ადიოდა. სახლებიდან გასვლაც კი შეუძლებელი იყო. წყალს ქუჩაში ვასხამდით, ეს სოფლელებს არ მოსწონთ, რადგან ქვები ირეცხება და მგზავრობა შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. გუშინდელი დღიდან იატაკის გაშრობას ვცდილობთ, მაგრამ არ გამოდის. ყოველ წელს კედლებს თაბაშირით ვასწორებთ, სინესტის გამო თავიდან გვიწევს გაკეთება”,- ჰყვება ბოზალის მცხოვრები რუზან ავეტისიანი.

bozali

chanaprh

ზოგიერთი დატბორილი სახლის მეპატრონე სომხეთში ან რუსეთშია, მეზობლებმა არ იციან, მათი სახლები რა მდგომარეობაშია დატბორვის შემდეგ. საშინელ მდგომარეობაშია გზაც, უზარმაზარი ქვები გაირეცხა. სოფელში თქვეს, რომ გუშინ წყლის ნაკადს ფერდობიდან კალაპოტი შეუცვალეს. თუმცა დატბორილი მოსახლეობა ამაში დარწმუნებული არ არის.

bozli jur

მოხუცებული წყვილის,​პალოიანების სახლი ბოლოს, გზის ქვედა ნაწილში დგას. ისედაც ძველი სახლი დანესტილია, წყალი არცერთი წუთით არ ჩერდება. სახლში ყველგან წყლით სავსე კონტეინერები და თასები დგას. მათ სახლის გასათბობად ტყეში ტოტების და გირჩების შეგროვება მოუწიათ – ფუნა, რომლითაც აქ თბებიან, დასველდა, ხოლო ბუნებრივი აირი ამ სოფელში არ არის გაყვანილი. როგორც სოფლის მოსახლეობა ამბობს, ეს მომგებიანი არ არის.

“ფერდობიდან დაიწყო ნაკადი. ჩვენ დღემდე ვეზიდებით წყალს სათლებით. წვიმის შემდეგ წყალი მთებიდან ჩამოვიდა. თუმცა ყოველ წელს არ ხდება ასე. დილით ადრე ძლიერი წვიმა იყო, წვიმამ თოვლი დაადნო და ტალახიანი ნაკადით მოედინებოდა. გადინების არხები ნაკადს ვერ გაუმკლავდა და წყლის ნაკადი ვერ შეაჩერეს. გუშინ ქალაქიდან მოვიდნენ და გადაიღეს. ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, თქვეს ფინანსურად დაგეხმარებით”, – ჰყვება პალოიან კიმი.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, დაზარალებულები დახმარებას სარეზერვო ფონდიდან მიიღებენ.

“მე სპეციალისტებს დავავალე, დაზარალებულებს დახმარებოდნენ და აქტები შეეადგინათ. წინასწარი ინფორმაციით, 2 სახლი სოფელ სულდაში ​და 4-5 სახლი სოფელ ბოზალში დაზარალდა​. არის სახლები, სადაც წყალი 30-40 სმ-ით წყლის სიმაღლეზე იყო, სხვაგან უფრო ნაკლები და მოასწრეს გადარჩენა. მერია დაეხმარება, ამიტომ ვადგენთ აქტებს. სარეზერვო ფონდის მიერ ვითარება შეფასდა, როგორც სტიქიური უბედურება. მერიის კომისიამ აქტები ფოტოებით შეადგენა,  ისე არ მოხდება, რომ სახლის დატბორვაზე ვინმემ მოიტყუოს”, – ამბობს სულდის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ზარზანდ კუჩოიანი.