მსოფლიოში მობილური ინტერნეტის სიჩქარით არაბთა გაერთიანებული საამიროები ლიდერობს, სადაც ინტერნეტის ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 680 Mbps-ს აღემატება.
Visual Capitalist-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, მეორე ადგილზე კატარია, სადაც მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 526,4 Mbps-ს შეადგენს.
პუბლიკაციის მონაცემებით, ლიდერთა სამეულს ქუვეითი ხურავს 410,8 Mbps მაჩვენებლით. მეოთხე პოზიციაზე გერმანიაა (299,8 Mbps), ხოლო მეხუთეზე — ბრაზილია (274,4 Mbps).
„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ მსოფლიოს ტოპ-10 ქვეყანას მობილური ინტერნეტის ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარის (Mbps) მიხედვით:
არაბთა გაერთიანებული საამიროები — 681,1 Mbps;
კატარი — 526,4 Mbps;
ქუვეითი — 410,8 Mbps;
გერმანია — 299,8 Mbps;
ბრაზილია — 274,4 Mbps;
სამხრეთ კორეა — 244,2 Mbps;
ბაჰრეინი — 241,4 Mbps;
ვიეტნამი — 230,3 Mbps;
საუდის არაბეთი — 222,3 Mbps;
ბულგარეთი — 206,5 Mbps.
მობილური ინტერნეტის სიჩქარით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილს იკავებს
რეიტინგში 21-ე ადგილზე საქართველოა. Visual Capitalist-ის მონაცემებით, ქვეყანაში მობილური ინტერნეტის ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 147,5 Mbps-ს შეადგენს.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სიაში თურქეთი 32-ე ადგილს იკავებს 129,4 Mbps მაჩვენებლით, აზერბაიჯანი 47-ე ადგილზეა 98,9 Mbps-ით, ხოლო სომხეთი 60-ე პოზიციაზეა 75,9 Mbps სიჩქარით.